in

“ისწავლე სწავლის მძებნელო” – პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი (PMC)

Project management college

Project management collegeდღეს საქართველოში პროექტის მენეჯმენტის შესწავლა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი PMC-ია. პროექტის მართვის  კოლეჯი  2009 წელს შეიქმნა.  ის საერთაშორისო ნავთობკომპანია “BP”-ს პროექტია და ლექციები თავისუფალ უნივერსიტეტში ტარდება.  კიდევ ერთი პარტნიორი სემინარებისა და ტრენინგების ცენტრი  “ESI International”-ია . პროგრამის მენეჯერის  თეონა ოძელაშვილის თქმით, მათი პრიორიტეტი უცხოელი ლექტორები, საერთაშორისო დონის სერტიფიკატი და მაღალი ხარისხის განათლებაა. ამბობს, რომ კურსების დაწყება, ბაზარზე ამ მიმართულებით,  კადრების ნაკლებობამ გამოიწვია.

“BP”  განათლების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ეს კურსებიც ერთ-ერთი მათგანია. როდესაც საქართველოში ამ ორგანიზაციამ მუშაობა დაწიყო, აღმოჩნდა, რომ ბაზარზე პროექტის მენეჯმენტის სფეროში საერთაშორისო დონის ცოდნის ნაკლებობა იყო”,-ამბობს თეონა ოძელაშვილი.

კურსებზე მოსახვედრათ  მთავარი მოთხოვნა ამ სფეროში გამოცდილებაა. სასწავლო პროცესი 7 მოდულისაგან შედგება. ხანგრძლივობა კი 7 თვიდან ერთ წლამდეა.  ლექციები კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ ტარდება.ხან დილიდან საღამომდე, ხან მხოლოდ  საღამოს საათებში. სწვალა ინგლისურ ენაზეა.

დღემდე კურსი  200-მდე სტუდენტმა გაიარა. თეონა ოძელაშვილი ამბობს, რომ ბევრი წარმატებული სტუდენტი ყავდათ, ერთ-ერთი მათგანი კი TBC  ბანკის  გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძეა.

კურსების დასრულების შემდეგ ავტომატურად გაიცემა ჯორჯ უაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერტიფიკატი.თეონა ოძელაშვილი ამბობს, რომ  კურსდამთავრებულებს, მიღებული განათლებით საშუალება აქვთ, პროექტის მენეჯმენტის პროფესიული საერთაშორისო დონის  სერტიფიკატიც მიიღონ, საამისოდ მათ სპეციალური მომზადებაა საჭირო, რაშიც ასევე კონსულტაციებს გაუწევენ PMC-ში.

როდესაც საქმე განათლებას ეხება, აკადემიურ პერსონალს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამის მიხედვით აკეთებს არჩევანს მომხმარებელი. თეონას თქმით, მათი ტრენერები , სპეციალურად ამ კურსებისთვის, ძირითადად,  ინგლისიდან ჩამოდიან. ამბობს, რომ “ESI International”-ი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა და აკადემიურ საკითხებიც, სწორედ, ამის მიხედვით განისაზღვრება.

ჩვენს რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწავლის საფასურია. ხშირად, პროგრამის არჩევის, ან პირიქით, მისი დაწუნების მთავარი ფაქტორი გადასახადია. ამ კურსების საფასური 10180დოლარია. აქედან 50%-ს “BP ფარავს,ანუ სტუდენტი მხოლოდ ნახევარს იხდის. მისი თქმით , არის შემთხვევები, როდესაც მათი დამსაქმებელი ორგანიზაციები ნაწილობრივ მაინც უფარავენ გადასახადს.

კურსების შესახებ რეკლამა სხავდასხვა საძიებო ვებ გვერდებზე თავსდება. ასევე უგზავნიან ამა თუ იმ კომპანიის HR განყოფილებებს, ან კურსდამთავრებულები უკვე სხვებს გადასცემენ ინფორმაციას.

“შემიძლია გითხრათ, რომ პროექტის მენეჯმენტის ეს კურსი, ფაქტობრივად, იდეალურია. ვერ ვიტყვი, რომ ბაზარზე კონკურენტი გვყავს, ჩვენთვის ხარისხი არის მთავარი. ” – ამბობს თეონა ოძელაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ კურსდამთავრებულთა 70%- ის შეფასება დადებითია, არსებობს საკითხები რასაც  ისინი  უარყოფითად აფასებენ. პროგრამის მენეჯერი ამბობს, რომ ეს შესაძელოა  კონკრეტულ ლექტროს ან სხვა აკადემიურ საკითხს ეხებოდეს. თუმცა, იგივე პროფესორი სხვას მოსწონს.ამბობს, რომ სტუდენტები ძირეულ პრობლემებზე არ მიუთითებენ. მისი თქმით, რაიმე სერიოზულ პრეტენზიებს ადგილი არც არასოდეს ჰქონია. პროგრამის მენეჯერი თავად  კურსების “სუსტ” მხარედ იმას მიიჩნევს, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. ის რაც, კონკურენტებთან შედარებით, მათი მთავარი “პრივილეგიაა”,  ერთგვარი შემაფერხებელიცაა. ინგლისურენოვანი სწავლება ბევრისთვის დამაბრკოლებელია.  ასეთივე ფაქტორია სწავლის გადასახადი.

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გარანტირებულ დასაქმებას არ პირდებიან, თუმცა, თეონა ოძელაშვილი ამბობს, რომ მათ  ხშირად მიმართავენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები კადრებისთვის.

5 წესი წარმატებული კომუნიკაციისთვის

მატიანე

1999 წელი – ქართული რეკლამა