in

შენ სუფთა ჰაერი ისუნთქე, კონდიციონერს კი Pneuma გაგიწმენდს

ზაფხულში კონდიციონერი ჩვენი საუკეთესო მეგობარია, თუმცა მოწყობილობა, რომელიც სიცხიან დღეებში სულის მოთქმაში გვიწყობს ხელს, დროდადრო, თავადაც საჭიროებს დახმარებას. დიახ, კონდიციონერი წელიწადში ორჯერ  უნდა გასუფთავდეს და გაიწმინდოს, რათა სუფთა ჰაერი შეისუნთქოს და თქვენამდე მოიტანოს. სწორედ ეს მისია აიღო საკუთარ თავზე კომპანია Pneuma, რომელიც კონდიცირების სისტემის გასუფთავებითა და დეზინფექციითაა დაკავებული.

„2018 წელს, კომპანია „პნევმამ“ საქართველოში შეიმუშავა ინოვაციური და უნიკალური დასუფთავების სისტემა, საოჯახო და ინდუსტრიული კონდიციონერების წმენდაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეფექტური და საუკეთესო სერვისის მოდელი, რომელიც მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით და სპეციალიზებული ხსნარებით მოგვცემდა შესაძლებლობას სრულფასოვნად მოგვეხდინა კონდიციონერის არხებში წარმოქმნილი დაბინძურების გაწმენდა/დებაქტივაცია. ჩვენი მთავარი ამოცანა კი, სწორედ იმ ურთულესი დაავადებების პრევენცია გახლდათ, რასაც გასაწმენდი კონდიციონერის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ადამიანის ორგანიზმში, დროთა განმავლობაში,“ – გვიამბო კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი გელაშვილმა.

M: რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია გასაწმენდი კონდიციონერის ხანგრძლივ მოხმარებას?

მომხმარებლებისა და კონდიციონერის ურთიერთობა, მეტწილად, ჩართვა-გამორთვით შემოიფარგლება. მას შემდეგ, რაც კონდიცირებას დაამონტაჟებენ, გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, რომლებმაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც კი შეიძლება იქონიოს გავლენა. ალბათ, ბევრისთვის სიახლე იქნება ის, რომ კონდიციონერი დროდადრო, გაწმენდას საჭიროებს და ეს მხოლოდ ტექნიკის გამართულ მუშაობაზე არ აისახება, არამედ გასაწმენდი კონდიციონერი იწვევს უამრავ დაავადებას და გართულებას, რომლისგანაც ყველაზე გავრცელებული არის ალერგიულ ფონი, ხველება, ცემინება, თვალების სიმშრალე და თავის ტკივილი. ასევე, გასაწმენდი მოწყობილობა ვერ მუშაობს სრულფასოვნად და ვერც სივრცის გაგრილებას უმკლავდება ძველებურად, რაც დამატებით, ფინანსური საკითხიცაა – რადგან გასაწმენდი კონდიციონერი მეტ ენერგიას მოიხმარს იმ ტემპერატურის მისაღწევად, რაც მართვის პულტზე ეთითება და დაფინძრების გამო მუდმივად დატვირთულ რეჟიმზეა. ამდენად, ეს რამდენიმე სერიოზული მიზეზი ღირს დაფიქრებად, რომ კონდიციონერი დროდადრო გავწმინდოთ ხოლმე.

M: როგორ უზრუნველყოფს ამ პრობლემის თავიდან არიდებას Pneuma?

მომხმარებლებს გავუმარტივეთ ეს პროცესი და ჩვენი სპეციალისტების ადგილზე ვიტიზიტს ფარგლებში, ახერხებენ სერვისის მიწოდებას. ჩვენი მაღაკვალიფიციური სპეციალისტები, ადგილზე მისვლისას, უზრულვეყოფენ მოწყობილობის გაწმენდასა და დებაქტივაციას. პირველ ეტაპზე, ხდება მოწყობილობის სრულად დათვალიერება და შემდეგ, შემუშავეული ე.წ. ჩეკ-ლისტის საშუალებით იწყება სამუშაო პროცესი. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფატორი, რომ წმენდამდე ხდება მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რათა წმენდის პროცესში არ მოხდეს კედლების ან იატაკის დამტვერვა. რისთვისაც გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა მოწყობილობის შესაფუთათ. წმენდა ხდება მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით და სპეციალიზირებული ხსნარებით.

მთლიანობაში, ეს გახლავთ კომპლექსური პროცესი, რომელიც სრულად მოიცავს ოფისებში თუ საცხოვრებელ სახლებში არსებული კონდიცირების სისტემის ძირეულ გასუფთავებას. სამუშაო პროცესი მოიცავს 60-90 წუთს, ერთ კონდიციონერზე.

M: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

კონდიციონერს აქვს რადიატორი და დოლურა, რომელზეც მუშაობის პროცესში გროვდება მტვერი და მავნე ნივთიერებები, რაც გარდაიქმნება სოკოვან ნაწილაკებად, ისე, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვხედავთ, ყოველი დაბერვისას, სასუნთ გზებში ხვდება, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას. წმენდისას ჩვენი სპეციალისტები ეკიპირებულები არიან, რადგან პროცესი იმდენად რთულია, რომ შესაძლოა მხოლოდ მოწყობილობაზე შეხების დროსაც გამოიწვიოს ალერგიული ფონი. ამისათვის იყენებენ რესპირატორებს, სამუშაო ხელთათმანებსა და სათვალეებს. დასუფთავება რამდენიმე ეტაპად ხდება. პირველ რიგში, როგორც გითხარით, მოწყობილობა იფუთება სპეციალური აღჭურვილობით, შემდეგ იხსნება წინა პანელის და შიგთავსი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოწყობილობა პირვანდელ სახეს იბრუნებს.

M: როგორ უნდა მივხვდეთ, რომ დროა, კონდიციონერი გავწმინდოთ?

საუკეთესო მიდგომაა, როდესაც კონდიცირების სისტემას გეგმიურად, წელიწადში ორჯერ ვასუფთავებთ – ზამთარსა და ზაფხულში. თუმცა, თუკი „სიმპტომებს“ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ გამაგრილებელ მოწყობილობას სპეციფიკური სუნი აქვს. ასეთ დროს, გვეწყება ცემინება, ხველება, თვალების სიმშრალე… გასაწმენდი კონდიციონერი ვერ უმკლავდება სივრცის გაგრილებას სათანადოდ. ეს ყველაფერი კი დიდ დისკომფორტს გვიქმნის. ძირითადად, გვაქვს ხელშეკრულებები უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც გეგმიურად სარგებლობენ ჩვენი სერვისით, ასევე სტატისტიკურად, უფრო მეტად უცხოელები ჯავშნიან სერვისს, რადგან აქვთ ინფორმაცია. წლებია, მთელ მსოფლიოში საუბრობენ ამ საკითხზე და ყველა თანხმდება, რომ რაოდენ სასიამოვნოც არის სიგრილე და კონდიციონერის მეშვეობით სასურველი ტემპერატურის მიღება, იმდენად რისკის შემცველია, თუ მას სათანადოდ არ მოუვლით. ამიტომ, არსებობს „პნევმა“ და 2018 წლიდან, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი სერვისის საჭიროებაზე.

M: რა გამოცდილება დგას Pneuma-ს გუნდის უკან?

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც გვაძლევს საშუალებას, შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამუშაო. ასევე, ჩვენი სპეციალისტები გადიან გადამზადებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე. ჩვენი ყველა სპეციალისტი არის სერთიფიცირებული და მიღებული აქვთ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული განათლება.

M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?

ჩვენი სამიზნე სეგმენტია ის, ვინც ხშირად მოიხმარს კონდიციონერს და საკუთარ კომფორტსა და ჯამრთელობაზე ზრუნავს.

M: როგორ გეგმავთ კომპანიის განვითარებას?

მიზნად გვაქვს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია საქართველოში „პნევმას“ არსებობის შესახებ და იმ საჭიროებებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც წლებია, მოთხოვნადია საერთაშორისო პრაქტიკაში.

[R]

წყლის მიღების წესები ზაფხულის ცხელ დღეებში — რას გვირჩევს მარი მალაზონია?

ხელოვნურმა ინტელექტმა დაბერების საწინააღმდეგო მოლეკულას მიაგნო