იაპონურ კომპანია “Otsuka Pharmaceutical”-ს ამბიციური გეგმები აქვს. მათ ახალი პროექტი Luna Dream Capsule წამოიწყეს და კოსმოსში სასმელი წყლის გაშვებას აპირებენ.
პრექტის პრეზენტაცია ტოკიოს პლანეტარიუმ Tenku-ში გაიმართა. პარტნიორობა ამ წამოწყებას იმ ბრენდებმა გაუწიეს, რომლებიც კოსმოსში გასაგზავნ ტექნიკას აწარმოებენ.
პრექტის ფარგლებში რაკეტა ბრენდირებულ კაფსულას მთვარეზე დატოვებს. ბრენდირებული კაპსულა შედგება ტიტანის კონტეინერისგან, რომელიც ნებისმიერ გადატვირთვას და ტემპერატურის ცვალებადობას უძლებს; ტიტანის ფირფიტა, სადაც ამოტვიფრული შეტყობინება იქნება; სპესიალური ბეჭდისგან, რომლის მეშვეობით იღება კაპსულა და რაც მთავარია ფხვნილისგან “Pocari Sweat”. იაონლები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ ფხვნილის მთვარეზე მოპოვებული წყლით გაზავება იქნება შესაძლებელი.
წარმატების შემთხვევაში, კომპანია Otsuka იქნება პირველი კომპანია, რომელიც თავის ბრენდს მთვარეზე ოფიციალურად წარადგენს. კომპანია ასევე ხელს უწყობს მოყვარულ ახალგაზრდა ასტრონავტებს და ჩუქნის ყველა ბავშვს ბეჭდებს, რომლითაც მომავალში მთვარეზე მოხვედრის შემდეგ კაპსულის გაღება იქნება შესაძლებელი.
სპორტული სასმელი “Pocari Sweat” 1980 წლიდან იწარმოება და როგორც კომპანია გვარწმუნებს, მისი შემადგენლობა არასდროს არ შეცვლილა.
http://youtu.be/88q3ZoYUKEg