პირველად იყო კრიზისი და ამ კრიზისს ხშირად აპლიკაციების შექმნის კრიზისაც უწოდებენ. კომპანიებმა ძალიან სწრაფად დაიწყეს განვითარება, მომხმარებლები უფრო მომთხოვნები გახდნენ, პროექტის იდეიდან მის განხორციელებამდე დრო იმდენად გაიზარდა, რომ ძველი ორგანიზაციული სტრუქტურები სრულიად ჩამოიშალა და არაეფექტური გახდა. ეს კრიზისი ყველა ინდუსტრიას შეეხო, მაგალითად სანამ გამოუშვებდნენ ახალ ავტომობილს იმდენი დრო და რესურსი იხარჯებოდა საბოლოო შედეგით კმაყოფილი არავინ იყო, ხშირად წლების შრომა იყრებოდა წყალში, რადგან შექმნილი პროდუქტი აღარ პასუხობდა მომხმარებლის საჭიროებებს.
სწორედ ამ დროს დაიწყეს აქტიურად საუბარი ეჯაილზე, ორგანიზაციულ კულტურაზე, რომელიც ძალიან ბევრ ორგანიზაციას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარა. ბოლო დროს ეჯაილზე და ეჯაილ ტრანსფორმაციაზე საქართველოშიც საუბრობენ. რა არის ეჯაილი? როგორ შეიძლება ის მოერგოს ჩვენს ორგანიზაციას? რატომ გვეშინია მისი და უნდა გვეშიოდეს თუ არა? როგორ მუშაობს ეჯაილი?
ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე – ვახტანგ ბობოხიძე მოვიწვიეთ. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი.
ყველა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ ვებგვერდს podcast.ge