6
Oct
2019

“პოეზიის აფთიაქი” – პირველადი ლიტერატურული დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

6 Oct 2019

მათ, ვისაც კითხვა უყვართ, ხშირად აქვთ ერთი ამგვარი პრობლემა – ხანდახან ისინი თავიანთი ხასიათის შესაბამის წიგნს ვერ პოულობენ. ერთგვარად ეს მართლაც არის პრობლემა. ხშირად ფსიქოლოგზე მეტად კარგი წიგნი უფრო შეიძლება, დაგვეხმაროს. ამ პრობლემას დიდი ყურადღება დაუთმო ინგლისში არსებულმა უნივერსიტეტმა “Keele University”, რომელმაც გადაწყვიტა, გაეხსნა “პოეზიის აფთიაქი”, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები პირველად ლიტერატურულ დახმარებას მიიღებენ.

პოეზიის აფთიაქი ინგლისში, ქალაქ შროფშირში 4 ოქტომბერს გაიხსნა. აქ უფასო კონსულტაციების მიღება პარასკევობით იქნება ხოლმე შესაძლებელი. პოეზიის აფთიაქი პერიოდულად ვიზიტორებს შესთავაზებს სპეციალურ პოეზიის კურსებს კონკრეტული ფსიქიკური პრობლემების შესაბამისად. აქ მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გადაადგილდნენ შენობის იმ ადგილებში, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ. მაგალითად, აქ არსებობს სპეციალური ადგილი მათთვის, ვინც გულგატეხილია ან უბრალოდ ამ სამყაროში თავი ეზედმეტება. აქვე ისინი ნახავენ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებს, ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებს, პატარ-პატარა საჩუქრებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ პოეზიას განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. პოეზიის აფთიაქი კი სწორედ ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა.” – დებორა ალმა, “პოეზიის აფთიაქის ფარმაცევტი”

განხილვა