in

“Poke” Apple-ის iMessage-ზე პირველი AI-აგენტი გახდა

Lenovo
Lenovo

სტარტაპი “Poke”, რომელიც AI-აგენტების გამოყენებას ჩვეულებრივი ტექსტური შეტყობინების გაგზავნას ამსგავსებს, Apple-ის “Messages for Business” პლატფორმაზე დაშვებული პირველი დამოუკიდებელი AI-აგენტი გახდა.

აქამდე ეს პლატფორმა ძირითადად ბიზნესებისთვის იყო განკუთვნილი: ავიაკომპანიებისთვის, სასტუმროებისთვის, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც მომხმარებლებთან iMessage-ის საშუალებით ურთიერთობდნენ. სისტემა აერთიანებდა როგორც ავტომატურ ჩატს, ისე ნამდვილ ოპერატორებს. დამოუკიდებელი მესამე მხარის AI-აგენტებისთვის კი პლატფორმა დახურული იყო.

Poke 2026 წლის მარტში გაეშვა და ერთ-ერთი პირველი AI-აგენტია, რომელიც ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. მისი გამოყენებისთვის მომხმარებელს არც პროგრამირების ცოდნა სჭირდება და არც რთულ AI-სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. დღეს Poke-ს შეუძლია დაგეხმაროთ ყოველდღიური გეგმების შედგენაში, კალენდრის მართვაში, ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონიტორინგში, ჭკვიანი სახლის მოწყობილობების კონტროლსა და ფოტოების რედაქტირებაში – ყველაფერი ჩვეულებრივი ტექსტური მიმოწერის საშუალებით. კომპანიის ინფორმაციით, სერვისმა უკვე დაახლოებით 100 მილიონი შეტყობინება დაამუშავა.

აქამდე Poke ხელმისაწვდომი იყო SMS-ის, Telegram-ისა და ზოგიერთ ბაზარზე WhatsApp-ის საშუალებით. ახლა კი მას iMessage-იც დაემატება.

Poke-ის ინტეგრაცია Apple-ის პლატფორმაზე განსაკუთრებით საინტერესო დროს ხდება – Apple-ის ყოველწლიურ დეველოპერულ კონფერენციამდე (WWDC), სადაც კომპანიამ შესაძლოა Siri-ს ახალი AI-ვერსია და დეველოპერებისთვის განკუთვნილი სხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები წარადგინოს. ინდუსტრიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Apple-მა, შესაძლოა, მომავალში App Store AI აგენტებისთვისაც გახსნას.

თუმცა Poke-ის შემთხვევა განსხვავებულია. Messages for Business არ არის აპლიკაციების მაღაზია, არამედ საშუალება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები პირდაპირ iMessage-ში უკავშირდებიან კომპანიებს ინფორმაციის მისაღებად, მხარდაჭერისთვის ან მომსახურების დასაჯავშნად. ამ შემთხვევაში მომხმარებელი შეკითხვას უსვამს AI-აგენტს და პასუხსაც ტექსტური შეტყობინებით იღებს.

Apple-ისგან დასტურის მისაღებად Poke-ს მოუწია დაემტკიცებინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებს ცოცხალ მხარდაჭერასაც შესთავაზებდა და AI-აგენტს მკაფიოდ მონიშნავდა, როგორც ხელოვნურ ინტელექტს. კომპანიამ ასევე წარმოადგინა პარტნიორი მესიჯპროვაიდერების რეკომენდაციები და საკუთარი ინტერფეისი Apple-ის დიზაინის სტანდარტებს მოარგო.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა Apple WWDC-ზე Messages for Business-ის AI-შესაძლებლობებთან დაკავშირებული სიახლეების გამოცხადებას. თავად Poke-ის გუნდიც ამბობს, რომ კომპანიის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს. თუმცა უკვე დაწყებულია მოწვევების გაგზავნა არსებული მომხმარებლებისთვის, რათა სურვილის შემთხვევაში iMessage-ის ვერსიაზე გადავიდნენ.

ამერიკელი დუოს, Gnarls Barkley-ის წევრი CeeLo Green 24 აგვისტოს ბათუმში ჩამოვა

„მეტროპოლი“ ხარისხის საერთაშორისო ჯილდოს – Quality Achievements Award 2026-ის გამარჯვებულია