in

Pokémon-მა ახალი პერსონაჟი გამოუშვა — გაიცანით Usuchu

აქ კიდევ სამ ახალ მასკოტზე გესაუბრებით…

25 წელია Pikachu-ს ყვითელი დიზაინი თითქმის უცვლელია, თუმცა ახლა ყველასთვის მოულოდნელად Pokémon-მა ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟის ახალი ვერსია შემოგვთავაზა – კიდევ უფრო საყვარელი და მშვიდი თეთრი მასკოტი. Peakychu Pokémon Pokopia-ს ხედვით ცოცხლდება, რომელიც Nintendo Switch 2-ზე 2026 წლის 5 მარტს გამოვა. თუმცა თავად Pokopia-ც ჩვეული სერიებიდან ცოტა გადახვევას გვთავაზობს…

პიკაჩუსგან განსხვავებით, ჩამოშვებული ყურები აქვს და თითქოს იდუმალი ნათებითაა წარმოდგენილი. იაპონური Usuchu-ს სახელით გვაცნობენ, რომელშიც Usu მკრთალ, ღია ტონს აღნიშნავს. პიკაჩუს მზისფერი ყვითლისგან განსხვავებით, Peakychu უფრო მშვიდი და ნაზია და სწორედ ამით გამოირჩევა სხვებისგან:

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ვარიანტის შემოტანა საკმაოდ უცნაურია, გამომდინარე იქიდან, რომ პიკაჩუს ვიზუალისთვის 1996 წლის შემდეგ ხელი არავის უხლია, თუ მცირე ცვლილებებს და 90-იანებში Pichu-დ განვითარებას არ ჩავთვლით… ამდენი ხნის მანძილზე ალტერნატიული ფორმების არარსებობამ პიკაჩუ ფრენჩაიზის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან პერსონაჟებს შორის მოაქცია, რომლებიც ხელუხლებელი დარჩა რეგიონალური ვარიანტების, სპეციალური ფორმებისა თუ რედიზაინის კუთხით.

მართალია, თეთრი პერსონაჟის ხასიათის შესახებ ნაკლები რამ არის ცნობილი, მაგრამ ზოგს მისი ფერი მოჩვენებასთან კავშირის შესახებ აფიქრებინებს… თუმცა Pokémon Company-ის აღნიშნული არ დაუდასტურებია და ერთადერთი, რასაც ამბობენ, ის არის, რომ Peakychu-ს ბეწვი მისტიკური ფერისაა. 

საინტერესოა, რომ Peakychu-სთან ერთად, კიდევ სამი ახალი ვარიანტი გააცნეს მომხმარებლებს: Mosslax-ის ბალახებით დაფარული მწვანე პერსონაჟი, Smearguru — Smeargle-ის უფრო ქაოტური ვერსია და პროფესორი Tangrowth ადამიანების ხელსაწყოებით:

თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს

21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ბრიტანული ფილმი