in

Pokemon-ის პერსონაჟი Pikachu ჰოლივუდის დასაპყრობად ემზადება

1990-იანი წლების გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გმირი Pikachu ახლა ჰოლივუდის ვარსკვლავობისთვის ემზადება. Pokemon-ის პერსონაჟზე  ფილმს ამერიკული კინოკომპანია Warner Bros. იღებს.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=1roy4o4tqQM[/embedyt]

 

 

უკვე გავრცელდა სურათის Pokemon Detective Pikachu-ს ტრეილერი, სადაც ცნობილი გმირი ფუმფულა სათამაშოა და შეცვლილი იმიჯი – თანამედროვე, ტრენდული ვარცხნილობა აქვს.

ახალმა ვიზუალმა გულშემატკივრების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, ყოველთვის იცოდნენ, რომ Pikachu ბეწვის სათამაშო იყო, მაგრამ ეს ასეთი თვალში მოსახვედრი არასოდეს ყოფილა. პილმი ეკრანებზე 2019 წლის მაისში გამოვა.

იაპონური ვიდეო თამაშის Pokemon-ის მთავარი გმირი  Pikachu 1996 წელს გამოჩნდა და ძალიან მალე, გასართობი ინდუსტრიის „ბესთ სელერი“ გახდა.

ZARA-ს, MANGO-სა და Bershka-ს პროდუქცია ოზურგეთის სამკერვალო ფაბრიკიდან 

მოწყობილობა, რომელიც საკვების შემადგენლობას იკვლევს