29
May
2019

თამაში Pokemon Sleep, რომლის სათამაშოდაც უნდა დაიძინოთ

29 May 2019

Pokemon Company-მ ახალი თამაში Pokemon Sleep დაანონსა, რომლის სათამაშოდაც ძილია საჭირო. 2016 წელს, თამაშ Pokémon Go-ს მოყოლილი ბუმის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, ამჯერად, ჯანსაღი ძილი აქციოს გართობის საშუალებად. აპლიკაცია/თამაში Pokemon Sleep მომხმარებლის ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას გააკონტროლებს და ადამიანებს დამსახურებული რაოდენობის ქულებით დააჯილდოვებს. აპლიკაციის გარდა, თამაშისთვის სპეციალური მოწყობილობა Pokemon Go Plus-ის ქონაც იქნება საჭირო, რომელიც ძილის შესახებ ინფორმაციას მოაგროვებს და Bluetooth-ით Pokemon Sleep-ს გადაუგზავნის.

დღეს, ტოკიოში გამართულ კონფერენციაზე, Pokémon Company-ს CEO-მ, სუნიკაშუ იშიჰარამ განაცხადა, რომ თამაშის გამოსვლა შემდეგი წლისთვის იგეგმება. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ახალი თამაში დააინტერესებს მათ, ვისაც საკუთარ ცხოვრებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა სურს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

BBC-ს ცნობით, 1996 წლიდან დღემდე, Pokémon-ის 340 მილიონზე მეტი თამაშია გაყიდული.

 

განხილვა