in

იაპონურმა საავიაციო კომპანიამ კოსმოსისთვის განკუთვნილი თავის მოვლის საშუალებები შექმნა

იაპონელი ასტრონავტი კიმია იუი მომავალ წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გაემგზავრება. ამასთან დაკავშირებით, კოსმეტიკურმა ბრენდმა POLA, იაპონიის საავიაციო კომპანიასთან ერთად, პროდუქციის უახლესი ხაზი Cosmology შექმნა — მისი მეშვეობით, ასტრონავტები შეძლებენ, კოსმოსურ სივრცეშიც, დაბალი გრავიტაციისა და მწირი რესურსების პირობებში, იზრუნონ საკუთარ კანზე და სრულად დაიცვან თავის მოვლის რუტინა.

M2
M2

უფრო დეტალურად, Cosmology-ის შემადგენლობაში შედის სახის დასაბანი საშუალება, რომლის ჩამობანასაც ცოტა წყალი სჭირდება — ასე ISS-ის რესურსებს დაზოგავენ. ასევე, სერიას მოჰყვება ლოსიონი, რომლის სტრუქტურაც სპეციალურად ისეთ სიმყარეს ინარჩუნებს, რომ გრავიტაციისგან დაცლილ გარემოში არ გაიფანტოს.

მართალია, Cosmology კოსმოსური კანის მოვლის სფეროში საზღვრებს არღვევს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ასტრონავტები ადრე ცნობილი ბრენდების პროდუქტებს იყენებდნენ — მათ შორისაა Vaseline, Cetaphil და Estée Lauder. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული მათგანი იმ დისკომფორტის გადაჭრისკენაა მიმართული, რომელიც კოსმოსში გამგზავრებას ახლავს თან — იქნება ეს წვა, ქავილი, სიმშრალე თუ კანის მომატებული მგრძნობელობა.

ამჯერად POLA-ს მიზანია, ასტრონავტების ყოველდღიური რუტინის ხარისხი გააუმჯობესონ. იდეალური პროდუქტების მისაღებად კი ხანგრძლივი ტესტირებები ჩაატარეს, რამაც თავის მოვლის საშუალებების ეფექტურობა დაადასტურა.

რა უნდა გააკეთოთ, როცა კოლეგა მხარს არ გიჭერთ?

Ford-ის F სერია – ლეგენდარული T მოდელიდან, 14 თაობის გავლით, დღემდე