in

„ფოლადის სახლი“ – ევროპული სტანდარტების სამშენებლო მასალების ქართული საწარმო

ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი წარმოება, ორმაგად საამაყოა როცა ქართული წარმოება ევროპულ, თანამედროვე ნორმებს ეყრდნობა და ხარისხი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ქართული კომპანია „ფოლადის სახლი“, ამ სექტორში 20-წლიანი გამოცდილების შემდეგ, სამშენებლო მასალებს ევროპული სტანდარტებით აწარმოებს. კომპანიის დირექტორის მოადგილე, ვერა ტაბიძე ამბობს, რომ მათი მთავარი საქმიანობა რკინის პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და იმპორტია.

ვერა ტაბიძე: კომპანია ფლობს ევროპული სტანდარტების ხუთ საწარმოს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს საკუთარი წარმოების არმატურის ბადით, ცივად ნაგლინი არმატურით, ვენახის ბოძებით, სახურავებით, თაბაშირ-მუყაოს და მეტალო პლასტმასის პროფილებით. კომპანია თანამშრომლობს წამყვან მწარმოებლებთან მსოფლიოს მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციები სამშენებლო ბიზნესში და ქართული ბაზარი თუ არის მზად მსგავსი სიახლეებისთვის?

ინოვაცია და განვითარება არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ ცალსახად ეფექტურობის მომტანია სამშენებლო ბიზნესისთვის. პირველები ვიყავით ვინც ბაზარს ევროპული სტანდარტის არმატურის ბადე  შევთავაზეთ, იდეალური წერტილოვანი, მილიმეტრებში ასახული სიზუსტის შედუღებით. შეგვიძლია დავამზადოთ ნებისმიერი ზომის არმატურის ბადე ქარხნულად, რაც მხოლოდ ჩვენი  დანადგარით არის შესაძლებელი.

ამ პროდუქტით არა მხოლოდ დროს ზოგავს მშენებელი, არამედ ნაგებობის სიმყარეს და ხარისხს აუმჯობესებს.

სიახლეებს ვთავაზობთ მევენახეობას და მებაღეობის დარგს, მაგალითად, აქამდე თუ  ვენახისთვის იყენებდნენ ხის ან სხვა მასალის ბოძებს , რომელიც რამდენიმე წელიწადში გამოსაცვლელი იყო, ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი და 40 წლამდე გარანტიით ვაწარმოებთ მოთუთიებულ, ანტიკოროზიულ ვენახის ბოძებს, რაც ძალიან ეფექტურია და შეღავათის მიმცემი მომხმარებლისთვის.

რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ვაწარმოებთ ყველაზე მოთხოვნად და აუცილებელ სამშენებლო მასალებს.

რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი, რომელზეც მუშაობდით?

ჩვენი პროექტებიდან გამოვყოფდი რიკოთის გვირაბებისა და ხიდების მშენებლობა, რომელიც ძალიან რთული, მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის.

აღსანიშნავია ასევე, ცნობილი სავაჭრო ცენტრების და ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელმაც ექსპერტების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

თავისთავად, ვთანამშრომლობთ მსხვილ დეველოპერულ კომპანიებთან და ამჟამად ჩვენი მხარდაჭერით 50-მდე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

რა გავლება იქონია პანდემიამ „ფოლადის სახლის“ საქმიანობაზე?

კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების სიძლიერე ქვეყნისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არამხოლოდ შევინარჩუნეთ სამუშაო ადგილები, არამედ დავამატეთ კადრები და სირთულეების მიუხედავად ვაგრძლებეთ განვითარბას.

2021 წელს დაგეგმილია წარმოების გაფართოება, ახალი საწარმო ხაზების დამატება, ფილიალების გახსნა და სიახლეების შეთავაზება, როგორც სამშენებლო სექტორისთვის, ასევე კერძო მომხმარებლებისთვის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ამოსავალი იყო და ყოველთვის იქნება კმაყოფილი მომხამრებელი და პროდუქციის ხარისხი.

„ფოლადის სახლი“ – მშენებლობა იწყება აქ!

 

[პარტნიორის კონტენტი]

აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები გაუშვეს!

ანანო მიმინოშვილის ილუსტრაციები New York Times-ში დაიბეჭდა