in

სასტუმრო, რომელშიც პოლარულ დათვებთან ერთად ცხოვრებაა შესაძლებელი

ცოტა ხნის წინ ჩინეთში პირველი “პოლარული დათვების სასტუმრო” გაიხსნა. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ისაა, რომ მასში ვიზიტორებს ნამდვილ პოლარულ დათვებთან ერთად ცხოვრება შეუძლიათ (თუმცა, რასაკვირველია, ისინი იზოლირებულები არიან). სასტუმრო ისეა მოწყობილი, რომ ნომრების გვერდითა ოთახებში პოლარული დათვები არიან და მათი ყურება სტუმრებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ. უნდა ითქვას, რომ ამგვარი სასტუმროს გახსნას საზოგადოების მხრიდან კრიტიკაც კი მოჰყვა.

სასტუმროს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ დათვების ოთახებისა და ვიზიტორების ნომრებს შორის 33 სახის მინაა განთავსებული. სასტუმრო ხელოვნური ყინულითაა აგებული და როდესაც ტემპერატურა და პირობები საშუალებას იძლევა, დათვებს გარეთ უშვებენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოების მხრიდან ამ სასტუმროთი დაინტერესება საკმაოდ დიდია და გახსნიდან მალევე თითქმის ყველა ნომერი დაიჯავშნა.

დუბაის სიყვარულის ტბა – ორი გული უდაბნოს ცენტრში

Amazon-მა, ტანსაცმლის ონლაინ საცალო ვაჭრობით, Walmart-ს გადააჭარბა