in

მისია შესრულებულია — Polaris Dawn-ის ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

სულ ახლახან ოთხმა კერძო ასტრონავტმა ისტორიული ფაქტი შემოგვთავაზა — SpaceX Dragon-ის კაფსულის ლუქი გახსნეს და პირველი კომერციული კოსმოსური გასეირნება შემოგვთავაზეს. ეს Polaris Dawn-ის ხუთდღიანი მისიის ყველაზე სარისკო ნაწილი გახლდათ და მაშინ დაიწყო, როცა ასტრონავტების კოსტიუმი ჟანგბადით გაიბერა. 

M2
M2

თუმცა ეკიპაჟის 4 წევრიდან მხოლოდ 2 გავიდა კაფსულის გარეთ, მიუხედავად ამისა, SpaceX-ის მიერ შექმნილი კოსტიუმის ჩაცმა ოთხივეს მოუწია, რადგან Dragon-ის კაფსულას საჰაერო ჩამკეტი არ აქვს…

საინტერესოა, რომ ადამიანთა კოსმოსური ფრენების ისტორიაში, კოსმოსური გასეირნება, ანუ ხომალდის გარეთ, ღია კოსმოსში გასვლა, მხოლოდ სამთავრობო ასტრონავტებს თუ შემოუთავაზებიათ, რომლებიც ამ შესაძლებლობას სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ. ეს კი ჩვეულებრივ 5-8 საათი გრძელდებოდა. 

ახლა კი ასტრონავტები კოსმოსური ხომალდის გარეთ 10 წუთზე ნაკლები დროის მანძილზე გაჩერდნენ. მთლიან ოპერაციას 2 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა — მილიარდერი მეწარმე და მისიის ხელმძღვანელი ჯარედ აიზაკმენი პირველი გამოვიდა კაფსულიდან, ხოლო მისი დაბრუნების შემდეგ Dragon-ის კაფსულა SpaceX-ის ინჟინერმა სარა გილისმა დატოვა. ამისთვის ისინი სპეციალურ კიბის მსგავს მოწყობილობას იყენებდნენ და გასეირნების დროს მასთან კავშირს ინარჩუნებდნენ. 

სახლში ჩვენ ყველას ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ აქედან სრულყოფილ სამყაროს ჰგავს…, — ამბობს აიზაკმენი.

ეს შესანიშნავი ამბავი კი უდიდეს ნაბიჯს წარმოადგენს SpaceX-ის კერძო კოსმოსური ფრენების მიზნებისთვის, რომელთაც კერძო ეკიპაჟიანი მისიის გაშვება სურთ მარსზე. SpaceX-ის მიერ დამზადებული კოსტიუმიც სწორედ ამ მიზნით გამოცადეს.

მართალია, SpaceX EVA-ის კოსტიუმი Polaris Dawn-ში პირველად გამოიყენეს დედამიწის დაბალ ორბიტაზე, თუმცა კოსტიუმის საბოლოო დანიშნულება ჩვენი მშობელი პლანეტისგან საკმაოდ შორსაა, მთვარეზე ბაზის აგება და მარსზე ქალაქის აშენება დიზაინის განვითარებას მოითხოვს მილიონობით კოსმოსური კოსტიუმისთვის, რათა ცხოვრება მულტიპლანეტარული გავხადოთ, — აცხადებენ კომპანიაში. 

ამჯერად კი Polaris Dawn-ის ეკიპაჟის წევრები დარჩენილ დღეებს მეცნიერულ ექსპერიმენტებს დაუთმობენ და კაფსულასა და Starlink-ის ინტერნეტის სატელიტებს შორის ლაზერულ კომუნიკაციას გამოცდიან. რაც შეეხება დედამიწაზე დაბრუნებას, ეს, სავარაუდოდ, კვირას მოხდება.

დაბოლოს, აღსანიშნავია, რომ კოსმოსში ახალი რეკორდი დამყარდა, იქ ერთდროულად 19 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც Polaris Dawn-ის ეკიპაჟის წევრებიც არიან.

IT აუთსორსინგი: თანამედროვე ბიზნესის წარმატების გასაღები

Apple-მა FDA-ისგან ნებართვა მიიღო: AirPods Pro-ს სმენის აპარატის მსგავსად გამოიყენებენ