in

Polaris Finance — ორი წელი, 100 კლიენტი და ერთი მიზანი

ორი წლის წინ „პოლარისის” (Polaris Finance) ამბავი პატარა გუნდითა და საინტერესო გამოცდილებით დაიწყო – პოლარისის დამფუძნებლები თავად ანტრეპრენერები არიან და დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ბუღალტრული კომპანიიდან სერვისით სარგებლობდნენ, თუმცა ვერ გრძნობდნენ ბუღალტრულ კომპანიას პარტნიორად, ვერ იღებდნენ პროაქტიულ რჩევებსა და მომსახურებას.

ასე შეიქმნა პოლარისი – იმ მიზნით, რომ ბუღალტრული აუთსორსინგის პროაქტიული, პარტნიორული მომსახურება გაუწიოს კომპანიებს. ორი წლის შემდეგ პოლარისს 100-ზე მეტი კლიენტი ჰყავს, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობენ, პარტნიორული ყურადღებით უკეთებენ ბუღალტერიას. 

პოლარისი ემსახურება ბიზნესებს და მოიცავს ბუღალტერიას, გადასახადებს, ფინანსურ ანალიტიკასა და შემოსავლების პროგნოზირებას. პოლარისში ესმით, თუ რა გზას გადის კომპანია პირველი კლიენტის მოძიებიდან სხვა დაბრკოლებების გადალახვამდე, ამიტომ ყოველ ახალ პარტნიორთან თანამშრომლობა ჯერ მოსმენით იწყება, სტანდარტული გადაწყვეტა არ არსებობს.

Marketer დაინტერესდა პოლარისის, როგორც ბრენდის პოზიციონირებით და ჩვენს კითხვებს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი ნათია ჟიჟავაძე პასუხობს:

კომპანია დავაფუძნეთ ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა სფეროში გვქონდა გამოცდილება: ფინანსებში, მენეჯმენტსა და სტარტაპ ეკოსისტემაში. თითოეულ ჩვენგანს პირადად აქვს განცდილი ის სტრესი, რაც ბიზნესის ადმინისტრირებასა და ფინანსურ პროცესებს მოჰყვება, ამიტომ ზუსტად ვიცოდით, როგორი სერვისი სჭირდებათ დამფუძნებლებს: სანდო, გამჭვირვალე და მოქნილი.

საწყისი იდეა მარტივი იყო – შეგვექმნა კომპანია, რომელიც ბიზნესებს დაეხმარებოდა არა მხოლოდ ბუღალტრულ აღრიცხვაში, არამედ შექმნიდა საფუძველს სტრუქტურირებული ზრდისა და განვითარებისათვის. დღეს Polaris Finance უკვე 100-ზე მეტ კომპანიას ემსახურება და აერთიანებს 15-ამდე პროფესიონალს – სხვადასხვა გამოცდილებით, საერთო ხედვით და ერთი მიზნით: მოვემსახუროთ კლიენტებს – როგორც სრულუფლებიანი პატრნიორები. ისე, რომ ვგრძნობდეთ – ჩვენ სრული პასუხსიმგებლობა გვაქვს ჩვენი პარტნიორის ბიზნესის წარმატებაზე.

M: როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები ამ სფეროში, რა სირთულეები და გამოწვევები იყო დასაძლევი?

კომპანიის ფორმალურად დაარსებისა და საქმიანობის დაწყების შემდეგ პირველი ნაბიჯი იყო კლიენტების მოძიება. ამისთვის კი აუცილებელია ნდობის მოპოვება ისეთ სფეროში, სადაც ნდობა ყველაფერია. დასაწყისში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმის დამტკიცება, რომ ახალგაზრდა კომპანია შეძლებდა იმავე ხარისხის მომსახურების მიწოდებას, რასაც ბაზრის დიდი მოთამაშეები სთავაზობენ.

მეორე გამოწვევა იყო ინდუსტრიების სიღრმისეულად შესწავლა. მაგალითისთვის, განათლების, ელკომერციის, ჰორეკასა და სამშენებლო სექტორებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. ამიტომ ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ თითოეული სფეროს სპეციფიკის შესწავლაზე.

M: უფრო დეტალურად რომ გავშალოთ, რა ბუღალტრულ სერვისებს სთავაზობს თქვენი გუნდი ბიზნესებს?

ჩვენი ძირითადი სერვისი არის ყოველთვიური ბუღალტრული აუთსორსინგი.

კომპანიებთან თანამშრომლობა იწყება უფასო კონსულტაციით, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე – polarisfinance.ge შეიძლება დაიჯავშნოს. გავდივართ პოტენციური პარტნიორის საქმიანობას და ვსწავლობთ მას სიღრმისეულად, რის შემდეგაც ვფარავთ მთელ ბუღალტრულ პროცესს, კერძოდ: ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვის წარმოება, დოკუმენტაციის დამუშავება, ტრანზაქციების განხორციელება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდული დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, ფინანსური რეპორტების დაგენერირება და ფისკალურ და საგადასახადო უწყებებთან კომუნიკაცია და სხვა – ყველაფერი ერთიანად და გამჭვირვალედ იმართება.

ამასთან, თითოეულ კლიენტ კომპანიას ჰყავს Polaris-ის პირადი ბუღალტერი, რომელიც ყოველდღიურ კომუნიკაციაშია მასთან. მომსახურების პროცესში ჩართულია უფროსი ბუღალტერი / პორტფელის მენეჯერი, ხოლო საერთო კონტროლს ახორციელებს მთავარი ბუღალტერი. ეს მრავალდონიანი სტრუქტურა გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ მომსახურების მაღალი ხარისხი და პროცესების გამჭვირვალობა.

გარდა ძირითადი სერვისისა, ვთავაზობთ დამატებით ფინანსურ-ბუღალტრულ მხარდაჭერას: წინა პერიოდის ბუღალტრული მონაცემების ანალიზსა და გასწორებას, ფინანსურ ანალიტიკას და პროგნოზირებას, ბიუჯეტირებას და მონაცემთა მოდელირებას. ასევე, გვაქვს მთავარი ბუღალტრის აუთსორს სერვისი — განსაკუთრებით მცირე კომპანიებისთვის, რომლებსაც შიდა ბუღალტერი ჰყავთ, რომელსაც სჭირდება პროფესიული ზედამხედველობა.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

100 პარტნიორი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაპირებთ ზრდას – როგორც გუნდის, ისე კომპანიის შიგნით არსებული პროცესების, ცოდნისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებით.

პოლარისი – ჩრდილოეთის ვარსკვლავია – ე.წ. North Star – რომელსაც ბიზნესში, მისი წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მეტრიკას ეძახიან. ჩვენთვის – ჩრდილოეთის ვარსკვლავი – ჩვენი მომხმარებლების წარმატებაა – მათი ბრუნვის ზრდით.

ჩვენი სურვილია, მუდმივად ვიაროთ იმავე გზით, რასაც ჩვენს კლიენტებს ვურჩევთ – გავზომოთ შედეგები, განვვითარდეთ და ვიაროთ ჩვენი ჩრდილოეთის ვარსკვლავისკენ. 

ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი ვისწავლეთ: ჩვენი მომხმარებლები – სტარტაპები, ფრილანსერები, კრეატიული სტუდიები, საგანმანათლებლო კომპანიები და სხვადასხვა საინტერესო ბიზნესები არიან. გვინდა ეს ადგილი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრათ მათ ალბათ, ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის მონდობისთვის.

გულწრფელად, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ნდობა გავამართლოთ.

რა არის „მომხმარებლის გენერირებული კონტენტი” და როგორ უნდა გამოიყენოთ ის

არქიტექტურა ღვინის ეტიკეტში – სააგენტო Vice Versa-ს ნამუშევარი