Polaroid-მა წარადგინა უახსელი კამერა, რომელიც სახლში სელფის გადაღების გამარტივებას ემსახურება. სახლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა მარტივად თავსდება კედელზე ან მაგიდაზე.
როგორც ჩანს, პანდემიურ სიტუაციაში სახლში მარტოდ დარჩენილებს (ხშირ შემთხვევაში) რეტრო სელფების გადაღება დამოუკიდებლად, უფრო გამარტივებული გზით შეგვეძლება.
კამერას, ZINK მელნის ტექნოლოგიის გამოყენებით, 2×3 ინჩიანი სურათების დაბეჭდვა შეუძლია. თანაც, ჩამონტაჟებული ეფექტებისა და ფილტრების საშუალებით, სელფი მხიარული დეტალებით გაფორმებაც კი შეიძლება.
მას 10 ინჩიანი სენსორული ეკრანიც გამოარჩევს, 16 გბ შიდა მეხსიერებითა და microSD ბარათის ჭრილით. ასევე, მას აქვს QR კოდის ფუნქცია, რაც ფოტოების მრავალ მოწყობილობაში გაზიარების საშუალებას გაძლევთ.