in

Polaroid-მა დევიდ ბოუის შთაგონებით ახალი ფირები შექმნა

Polaroid-მა გადაწყვიტა, მომხმარებელთა საუკეთესო მოგონებებს როკ-ენ-როლის განწყობა მიანიჭოს — ამისათვის დევიდ ბოუის ფირების კოლექცია გამოსცა. „ნამდვილი მეამბოხეებისთვის“ შექმნილი 10 უნიკალური კადრი როკ ლეგენდის ალბომების გარეკანებითაა შთაგონებული. გარდა საკულტო ელვის ნიშნისა, სერია ბოუის ფერად ტიპოგრაფიაზეცაა ფოკუსირებული.

BOG
BOG

ამასთან, თითოეული პაკეტი მხოლოდ 8 ცალ i-Type ფირს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული 10 ნიმუშის მისაღებად, ერთზე მეტი შეფუთვის ყიდვა იქნება საჭირო. პოლაროიდის უახლესი i-Type ფირი თავსებადია Polaroid Now+, Polaroid Now და Polaroid Lab მოდელებთან.

„ჩვენ შთაგონებული ვიყავით ხელოვანის მიერ წარმოსახვის საზღვრების გალახვით. თანაც, ბოუი ფოტოგრაფი იყო და პოლაროიდსაც აქტიურად იყენებდა, მათ შორის 1979 წლის ალბომ Lodger-ის გარეკანის დიზაინისთვის“, — განმარტავენ კომპანიაში.

აქვე დასძენენ, რომ დევიდ ბოუისთან სინთეზი კიდევ უფრო აძლიერებს პოლაროიდის მუსიკალურ ინდუსტრიაში შესვლას.

საინტერესო პოდკასტი | რამდენად კარგად იცნობთ შფოთვას?

CES 2023-ზე საყურის ფორმის ყურსასმენები წარადგინეს