in

Polaroid-მა კლასიკური შავ-თეთრი ფირი განაახლა

მყისიერი ფოტოგრაფია დროთა განმავლობაში ბევრად დახვეწილი გახდა, რამაც მოგონებების „სწრაფად“ შენახვის გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. განვითარების პარალელურად, მომხმარებელთა მოთხოვნებიც გამუდმებით იცვლება — შესაბამისად, ინდუსტრიის წარმომადგენლებიც სიახლეების დანერგვაზე ზრუნავენ. ამჯერად Polaroid-მა თავისი კლასიკური შავ-თეთრი ფირი განაახლა — დანერგა ახალი ფორმულა, რომელიც ღრმა ტონალურ დიაპაზონსა და უფრო მსუბუქ კონტრასტზეა დაფუძნებული.

BOG
BOG

ახალი ფირი შავის, ნაცრისფრისა და თეთრის სხვადასხვა გრადაციაშია მოცემული, რაც კადრებს მეტ მრავალფეროვნებას სძენს. ეს მხატვრული არჩევანი არა მხოლოდ ამდიდრებს ფოტოების ვიზუალურ მიმზიდველობას, არამედ აფართოებს მომხმარებლების შემოქმედებით შესაძლებლობებსაც.

„სიახლეების დანერგვისას უამრავ კვლევას ვატარებთ, რათა თითოეული ფირი რაღაც ახალ განწყობას სთავაზობდეს ხალხს. ვცდილობთ, ყოველი მომენტი და ძვირფასი მოგონება ლამაზად „გაიყინოს“ ფოტოებში“, — აღნიშნავენ Polaroid-ში.

ფირი უკვე ხელმისაწვდომია პოლაროიდის ვებგვერდზე.

ეროტიკული მაღაზია Beyou თბილისში გაიხსნა! (18+)

NASA-ს სიმულაციით შავ ხვრელში მოგზაურობას შეძლებთ