პოლაროიდი I-2 Instant Camera-ს გვაცნობს — კლასიკური ესთეტიკისა და თანამედროვე ფუნქციონალობის ნაზავს, რომელიც შემოქმედებითი ენთუზიასტების მრავალფეროვან გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს. მისი ობიექტივი იაპონელ ოპტიკურ ინჟინრებთან ერთად შეიქმნა, სამლინზიანი სისტემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი კადრები რეალურთან ძალიან ახლოს იქნება.
ავტოფოკუსირებისა და LiDAR ტექნოლოგიის გაერთიანებით, მარტივად ადაპტირდება განათების სხვადასხვა პირობასთან, იმედგაცრუებასაც აგარიდებთ გაფუჭებული კადრების გამო, იქნება ეს ფოკუსირებისა თუ სხვა პრობლემები. გადაღების რეგულირებადი რეჟიმებით კი ის ფოტოგრაფებს კრეატიული თავისუფლების უფრო დიდ მასშტაბს სთავაზობს.
Bluetooth კავშირიც აქვს, რითაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, Polaroid-ის აპლიკაციას დაუკავშირდნენ. i-Type 600 და SX-70 ფირებთანაც თავსებადია, რაც მას კიდევ უფრო მოქნილს ხდის. Polaroid I-2 Instant Camera-ს ყიდვას კი 599 დოლარად შეძლებთ.