11
Sep
2019

Polaroid-ის მოწყობილობა ფოტოებს თქვენი სმარტფონიდან დაბეჭდავს

11 Sep 2019

veon
veon


თანამედროვე სამყაროში ფოტოს ცოტა თუ ბეჭდავს და ფოტოპრინტერებიც არც ისე უცხო ხილია. ამიტომ, Polaroid-ის გუნდმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც თქვენი სმარტფონის ეკრანის განათებას მასზე გამოსახული ფოტოს დასაბეჭდად იყენებს. ამისთვის, სასურველი ფოტო პოლაროიდის აპლიკაციაში უნდა გახსნათ, სმარტფონი კი, (ნებისმიერი მწარმოებლის), მოწყობილობის თავზე უნდა დადოთ და დააწვეთ წითელ ღილაკს. მოწყობილობის ქვეშ ჯერ კიდევ ნაცრისფერი ფოტო გამოვა, როგორც ადრე, მაშინ, როცა პოლაროიდი პოლაროიდობდა. მის გაშრობას უნდა დაელოდოთ და ნახოთ, თუ რა გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა სახელად Polaroid Lab, სინათლესა და სარკეებს იყენებს, რაც გაცილებით ხარისხიანი შედეგის მიღების შესაძლებლობას გვაძლევს, ვიდრე იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ პრინტერს Wi-Fi-ს, ან ბლუთუზის მეშვეობით გავუგზავნიდით ფოტოს. მისი დახმარებით კოლაჟების აწყობაც შეგიძლიათ:

Polaroid Lab ბაზარზე 10 ოქტომბრიდან გამოჩნდება, ხოლო მისი ფასი 129 დოლარი იქნება.

განხილვა