in ,

Polaroid-მა, 80 წლის იუბილეზე, ახალი ბრენდი Polaroid Originals წარადგინა

80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Polaroid-მა რეტრო სტილის ანალოგური ფოტოკამერა დაამატა ასორტიმენტს. ვარაუდობენ, რომ ახალი ბრენდი, Polaroid Originals, რომლის მომენტალური გამჟღავნების რეჟიმს ბავშვობაში ბევრი გავუკვირვებივართ, მალე დაიკავებს პოლაროიდის წამყვან მოდელებს შორის ღირსეულ ადგილს. აქვე ჩნდება კითხვა, თუკი მსგავსი მოდელი უკვე არსებობდა, როგორ გამოდის Polaroid Originals ახალი ბრენდი? კომპანიის წარმომადგენელი დენი პემბერტონი პასუხობს, რომ კონცეფცია შეიქმნა ნულიდან და მას ძალიან ძირეული მახასიათებლები აქვს საერთო პოლაროიდის მთლიან ხაზთან. ახალი რეტრო სტილის კამერით შესაძლებელია როგორც შავთეთრი, ისე ფერადი ფოტოების გადაღება. გთავაზობთ Polarois Originals-ის ბრენდინგის ვიზუალებს.

BOG
BOG

Realtors.ge – ქართული საბროკერო კომპანია, რომელიც უძრავი ქონების შეძენის გასამარტივებლად შეიქმნა

შესაძლებლობები, რომლებსაც Google გვაძლევს! – ორიგინალური პრინტ კამპანია