in

არასრულყოფილების უნიკალურობა Polaroid-ის უახლეს კამპანიაში

ბოლო პერიოდში ფირის ფოტოგრაფია განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მიუხედავად მაღალი ხარჯებისა და დროში გაწელილი პროცესისა. მართალია, ციფრული ეპოქის შუაგულში ცხოვრება მნიშვნელოვნად ამარტივებს თითოეული მომენტის ფოტოებზე აღბეჭდვას, მაგრამ მაინც ვინტაჟისკენ მიგვიწევს გული…

Polaroid-ის ახალი გლობალური კამპანია, სახელწოდებით „რეალური ცხოვრება“, ადასტურებს ექსპერიმენტებს, რომლებიც აუცილებელია დიდი ხელოვნების შესაქმნელად. მასში ფოტოგრაფები წარმოდგენილნი არიან, როგორც ცხოვრების უცნაური, ქაოსური და ერთი შეხედვით ამქვეყნიური მომენტების აღმბეჭდავები.

„რეალურ ცხოვრებას უნდა ელოდო“, „რეალური ცხოვრება არის ამ წერტილებისა და ნიშნების მაქსიმალური გამოყენება“, „რეალური ცხოვრება არის ფერი, რომელსაც ვერ აკონტროლებ“ და „რეალური ცხოვრება ხანდახან უნებლიედ ლამაზია“ — ეს ის თემებია, რომლებიც კამპანიაში თემატურადაა ჩაშლილი.

„ეს კამპანია არის სასიყვარულო წერილი მყისიერი ფოტოგრაფიის სილამაზეზე. ამიტომ, იდეალურ ფოტოებზე არ ვართ ორიენტირებული, პოლაროიდის ჩარჩოები თავისთავად მეტყველებს მშვენიერება“, — აღნიშნავს ბრენდის კრეატიული დირექტორი, პატრიცია ვარლემი.

ავთენტური მომენტების გადასაღებად, Polaroid-მა ფოტოგრაფების მრავალფეროვანი ჯგუფი მთელი მსოფლიოდან მოიწვია. მათ ხელი შეუწყვეს კამპანიის ცენტრალური წინაპირობის გაცოცხლებას, რომ სილამაზე ყველგან შეიძლება არსებობდეს — მკრთალად განათებული ბინიდან დაწყებული, მთის წვერით დასრულებული.

„როდესაც პოლაროიდის სურათს იღებ, ამინდი, გარემოს ტემპერატურა, ფირის მდგომარეობა, შუქი… ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე, თუ როგორ ცოცხლდება გარემო. ეს არასრულყოფილება და კონტროლის ნაკლებობა არის ის, რაც პოლაროიდის სურათს უნიკალურს ხდის. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ის, რაც უნიკალურად გვაქცევს“.

„უნიკალური კონცეფცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე“ – მარიამ ხარატი, „თბილისი ჰილსის“ მარკეტინგის მენეჯერი

თიბისისა და MasterCard-ის კამპანიის ფარგლებში დაესწარი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთში