in

Polaroid-მა ლურჯი ფირი შემთხვევით შექმნა!

Polaroid ახალ ფერად ფირს გვთავაზობს და მას Reclaimed Blue 600-ის სახელით გვაცნობს. როგორც სახელიდან ჩანს ეს ლურჯი ფერია, რომელიც პოლაროიდის შავ-თეთრი კადრების ალტერნატივას შემოგვთავაზებს. აბა, მოგწონთ თუ არა? შესაძლოა, გაინტერესებდეთ, ვის სურს ასეთი ფერის ფოტოები ან საერთოდ, რატომ შექმნეს იგი, მაგრამ ეს თვითონაც არ იციან…

M2
M2

დიახ, კომპანიაში ჩვენს კითხვებზე პასუხი არ აქვთ, რადგან ყველაფერი შემთხვევითობა იყო. ისინი არც ახალ ბაზარზე გასვლას ცდილობდნენ, არც პიკასოდ გახდომას ფოტოგრაფიაში, ახალი ფერის შექმნაზეც კი არ ფიქრობდნენ… პოლაროიდის ქიმიკოსი ბრაიან სლაგჰაუსი უბრალოდ ფერების გაუმჯობესებას ცდილობდა, კონკრეტულად კი,  ქიმიური შემადგენლობის გაუმჯობესება სურდა, მაგრამ ნაერთში მესამეული ბუტილჰიდროქინონის დამატებით ლურჯი ფერი მიიღო.

ლურჯ ფერს შეზღუდული გამოშვებით გვთავაზობენ. მართალია, ასე თავადაც ექსპერიმენტს ატარებენ, მაგრამ ამ პროცესში ფოტოგრაფების ჩართვაც სურთ, რაც, ალბათ, საინტერესოც იქნება… ისიც მართალია, რომ არავის უთხოვია, მაგრამ შეკვრა 16.99 დოლარი ეღირება.

ასე, ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც ჰფენენ ნათელს — პოლაროდის ფირები 75 წელზე მეტია, რაც არსებობს, მაგრამ მის მიღმა არსებული ქიმიური პროცესები ჯერ კიდევ საიდუმლოებებითაა მოცული. ლურჯი ფერის ავტორიც კი აღიარებს, რომ მან ამ პროცესების მხოლოდ 20-30% იცის. და უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთ ახალ ფერს Polaroid-ისგან?

„ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ყოველდღე ვატარებთ, პერსპექტიულ ფორმულებს  ცივ და ცხელ პირობებში ვცდით, ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი კი ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით“, — ამბობს სლაგჰაუსი.

როგორ გამოვიყენოთ AI ასისტენტები?

როგორ ემზადება თანამედროვე ფერმერი დიდი შემოდგომისთვის? — ინტერვიუ მიხეილ ქურხულთან