in ,

Polaroid X MoMA ხელოვნებასა და ტექნოლოგიას ერთ კამერაში აერთიანებს

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMA) და Polaroid-ს სურს, ცხოვრებას უფრო მხატვრული პერსპექტივიდან შეხედოთ. ამისთვის კი შეზღუდული გამოშვების Polaroid Now Generation 3 Instant Camera – MoMA Edition-ს უშვებენ. 

სპეციალური გამოშვების კამერა მონოქრომული ლურჯი კორპუსით გამოირჩევა, რომლის წინა მხარესაც MoMA-ს ლოგოა გამოსახული. სამი სამაჯურიც მოჰყვება ლურჯ, ყვითელ და მალინისფერ ფერებში, რაც მომხმარებლებს ინდივიდუალიზმის გამოხატვის შესაძლებლობას სთავაზობს. 

კამერა USB-C კაბელით იმუხტება და Polaroid i-Type ფირთანაც არის თავსებადი, რითაც თანამედროვე ფუნქციებით სრული ზომის ე. წ. მყისიერ ფოტოგრაფიულ გამოცდილებას გვთავაზობს. ამასთან, MoMA Edition i-Type ფერადი ფირიც ახლავს თან — თითო შეფუთვა 8 ფირს მოიცავს.

ხოლო ჩარჩოებს მკვეთრ ფერებში ვხედავთ ისეთი ცნობილი მხატვრების ციტატებით, როგორებიც არიან ვინსენტ ვან გოგი, კარმენ ერერა, ბეტიე საარი და მილტონ გლეიზერი. აი, ეს კი უკვე მომხმარებელთა შთაგონებას ისახავს მიზნად, რათა ყოველდღიურ მომენტებს მხატვრული ლინზით შეხედონ. 

Polaroid x MoMA Edition-ის ფასი 129.99 დოლარია, ხოლო ფირის ღირებულება 21.99 დოლარი გახლავთ. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც Polaroid-ის ვებგვერდზე, ისე MoMA Design Store-ის ფილიალებსა და შერჩეულ საცალო მაღაზიებში.

დაესწარით SOLO Education-ის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების შესახებ

ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია ALDAGI-ში