in

ნახეთ: Polaroid-ის მსოფლიოში ყველაზე პატარა ანალოგი შეიქმნა!

ის 104.14 სმ სიმაღლისა და 8.38 სმ სიგანის კამერაა

veon
veon

Polaroid-მა, როგორც თავად ამბობს, მსოფლიოში ყველაზე პატარა პოლაროიდის ანალოგი კამერა გამოაქვეყნა. როგორც ვიდეოდან ჩანს, მოწყობილობის დიზაინი წინამორბედისას იმეორებს, თუმცა უფრო მცირე ზომებით – Polaroid Go 104.14 სმ სიმაღლის და 8.38 სმ სიგანისაა.

Polaroid Go მოიცავს ახლადშექმნილ სელფის სარკეს, ტაიმერს, განათებას და ორმაგი ექსპოზიციის ფუნქციას, მეტი კრეატიულობისთვის. ასევე მას აქვს საკმაოდ გამძლე აკუმულატორი, რომელიც საშუალოდ 240 ფოტოს გადაღების საშუალებას მოგცემთ. რა თქმა უნდა, ამ მოწყობილობით გადაღებული ფოტო ჩვეულებრივზე ბევრად მცირე ზომისაა, მაგრამ, როგორც იტყვიან “ეს მაინც პოლაროიდია…”

კამერას შეფუთვაში თან ახლავს USB კაბელი, კისერზე ჩამოსაკიდებელი სამაგრი და მცირე სახელმძღვანელო, როგორც აპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, მსგავსი ტიპის კამერები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რასაც ნოსტალგიური ხალხი სათავისოდ იყენებს… ამასთან ერთად, პოლაროიდი დიდი სიყვარულით სარგებლობს თანამედროვე ახალგაზრდებშიც, რომლებიც სმარტფონის ვინტაჟურ ალტერნატივას ანიჭებენ უპირატესობას.

“Polaroid Go ჩვენი უდიდესი წარმატებაა, რისთვისაც დღემდე მიგვიღწევია. ეს ნამდვილად სათამაშოა, მაგრამ წარმოუდგენლად კარგად შემუშავებული. თანაც ის სმარტფონის ნაცვლად სხვა კომპაქტური კამერის გამოყენების საშუალებას გთავაზობთ” – ამბობს Polaroid-ის გენერალური დირექტორი, ოსკარ სმოლოკოვსკი.

ახალი კამერის შეძენა 27 აპრილიდან 100 დოლარად იქნება შესაძლებელი.

FINANCIAL-ის ორგანიზებით, CSR Forum გაიმართება, რომლის გენერალური წარმდგენიც „აჭარაბეთია“

რაფაელ ნადალი Heineken International-ის ოფიციალური სახე გახდა