Polaroid-მა სულ ახლახან ახალი პროდუქტი – 3D საბეჭდი კალამი შექმნა, რომელის მეშვეობითაც რეალური კანფეტების დაბეჭდვა შესაძლებელი. ამას იგი კანფეტის დნობადი მასალისგან ახერხებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი ფორმის კანფეტი გააკეთოს. კანფეტების დამზადება 6 სხვადასხვა არომატითაა შესაძლებელი, ესენია: მარწყვი, ფორთოხალი, ვაშლი, ყურძენი, ლიმონი და კოლა.
მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია: პირველ რიგში, ის უნდა ჩართოთ, შემდეგ უნდა დაელოდოთ, რომ სისტემა გახურდეს, ბოლოს კი წითელ ღილაკზე თითის დაჭერით მასა გარეთ გამოუშვათ. ფორმა აბსოლუტურად მომხმარებელზეა დამოკიდებული.