in

ნახეთ: პოლარული დათვების ბანაკში დრონით გადაღებული ფოტოები

ფოტოგრაფმა ამ არსებების ცხოვრების აღსაბეჭდად, 33 დღე დაჰყო ბანაკში

ფოტოგრაფი მარტინ გრეგუსი ხელოვანების ოჯახში გაიზარდა… იგი პატარაობიდანვე მუშაობდა ფოტოგრაფ მამასთან. ახლა კი დამოუკიდებლად ქმნის საოცარ ნამუშევრებს — მას წლის პრესტიჟული ველური ბუნების ფოტოგრაფის ჯილდო მიენიჭა. კერძოდ, გრეგუსმა ჯილდო პოლარული დათვების ფოტოებით მიიღო.

BOG
BOG

მარტინმა 33 დღე გაატარა მანიტობას დაბანაკებაში, სადაც პოლარულ დათვებთან შეძლო ურთიერთობის დამყარება. დრონის გამოყენებით, გრეგუსმა წარმოუდგენლად ინტიმური მომენტები აღბეჭდა, თანაც, მათი შეწუხება და ინტერაქცია სულაც არ ყოფილა საჭირო — ცხადია, ამან დათვებისთვის მეტი თავისუფლება და ბუნებრიობა უზრუნველყო. ფოტოები მაყურებლებისთვის ახალ სამყაროს ხსნის, რომელშიც ნათლად იკვეთება ცხოველების ქცევების ფართო სპექტრი და ცვალებად გარემოში გადარჩენის მცდელობა…

“მართლაც გასაოცარია, რომ ამ გარეულ ცხოველებს შეუძლიათ, ასეთი თანაგრძნობა და გამძლეობა გამოიჩინონ, ვიდრე მათი ბუნებრივი სამყარო ფეხქვეშ ეცლებათ”….

როგორც თავად ფოტოგრაფი აღნიშნავს, ექსპედიციის იდეა ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა, როდესაც პირველად გადაიღო ვეშაპები და პოლარული დათვები. 2021 წელს კი ამ პროექტს უფრო მასშტაბური ხასიათი მიანიჭა.“ბავშვობიდან მიყვარდა ბუნების სამყარო. სხვადასხვა მკვლევრების თვალით ვეცნობოდი მას და ვოცნებობდი, ოდესმე თავად გამომეკვლია ჩვენი პლანეტის უნიკალური და შორეული ადგილები… პოლარული დათვის უხეში ძალა და ელეგანტურობა კი ის არის, რაც შთამაგონებს — შეუიარაღებელი თვალით სასტიკები და შემზარავები ჩანან… თუმცა როგორც კი მათ უკეთ გაიცნობთ, უბრალოდ მშვენიერ არსებებად გარდაიქმნებიან, რომელთაგან თითოეულის ინდივიდუალური ხასიათი აქვს”. 

Audi e-tron საქართველოსკენ დაიძრა! – ნახეთ ანდრო დგებუაძისა და ლუკა ნაჭყებიას მოგზაურობის #1 ეპიზოდი

Mercedes-ის მანქანები 2022 წლიდან Dolby Atmos აუდიო სისტემას მიიღებს!