ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონი ჯგუფური ეტაპის მატჩებით დასრულდა, 2022 წელს კი პლეიოფის შეხვედრებით განახლდება, ბოლო ტურის შეხვედრებს ინტერესი ხშირ შემთხვევაში არ ქონდა, რასაც ვერ ვიტყვით პოლონურ-რუსულ დაპირისპირებაზე, სადაც შემდეგი ეტაპის საგზურის მფლობელის ბედი წყდებოდა, გამარჯვებული გუნდი ჯგუფურ ეტაპს წარმატებით ასრულებდა, იყო სხვა ვარიანტებიც, თუმცა აქ უკვე მეორე შეხვედრა ერთვებოდა და იქ დაფიქსირებული რეზულტატი. უშუალოდ ლეგია და სპარტაკი მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ერთმანეთს ვარშავაში შეერკინენ.
შეხვედრის დასაწყისში მასპინძლებმა, ლეგიას ფანებმა რუს სტუმრებს საკმაოდ “თბილი” დახვედრა მოუწყვეს – “შეხვედრა მეძავებთან”, ეს წარწერა იყო გამოსახული სტადიონის ორი მთავარი ტრიბუნის მეშვებოით, სადაც ლეგიას ფანები იყვნენ განთავსებული. როგორც წესი მსგავსი პერფორმანსები წინასწარ თანხმდება მატჩის დელეგატთან და ოფიციალურ პირებთან, თუმცა როგორც გაირკვა ფანებმა კლუბთან შეთანხმებით ეს ყველაფერი ჩუმად დაგეგმეს და სისრულეშიც მოიყვანეს, ფანების ინიციატივას კლუბმა მწვანე ფერი აუნთო, ახლა კი უეფასგან სოლიდური ჯარიმას მიიღებს და სავარაუდოდ ფინანსურად საკმაოდ იზარალებს.
მატჩის დაწყების შემდეგ აღნიშნულმა სურათმა სოციალური ქსელები დაიპყრო და ტრენდული გახდა, როგორც შემდეგ გაირკვა სხვადასხვა წინ მსწრები მოვლენების, პოლიტიკური სიტუაციის, მოსკოვში გამართული პირველი მატჩის და მაშინდელი წყენის გარდა ლეგიას ფანები მატჩამდე სპარტაკს საკმაოდ გაუბრაზებია, რუსული კლუბის მარკეტინგის სამსახურმა ვარშავის ცენტრში სარეკლამო სივრცეები იქირავა, იქ კი მატჩამდე მათ მიერ გატანილ გოლებს და სხვადასხვა სამოტივაციო ვიდეო რგოლებს უშვებდა. რამდენიმე საათიანი აქტიოვებების შემდეგ ეს ყველაფერი ლეგიას ფანებმა შენიშნეს და ობიექტზე შეტევა განახორციელეს.
პოლონური კლუბი და მისი ფან-დაჯგუფება ევროპაში ერთ-ერთი აგრესიულ გაერთიანებად ითვლება, ისინი საკუთარ გუნდს მუდამ აქტიურად გულშემატკივრობენ და ამხნევებენ, ასევე დიდი რაოდენობით ჩადიან გასვლით მატჩებზე, ასე მაგალითად მოსკოვში პირველ მატჩს დაახლოებით 1500 ლეგიას ფანი დაესწრო, შედარებით ნაკლები რაოდენობა ჩავიდა ინგლისში, სადაც ლესტერთან შეხვედრის დროს ისინი ადგილობრივ სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ და მათმა დიდმა ნაწილმა მატჩი ნაადრევად დატოვა, შემდეგ კი ღამე ადგილობრივ განყოფილებაში გაატარა.
რუსული კლუბის მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით მათი აქტივობა უწყინარი იყო, მიზნად კი მატჩის პრომოუშენს და ინტერესის ზრდას ისახავდა.
“არ ვფიქრობ რომ ამ ქცევით ვინმე გავაღიზიანეთ ან გამოვიწვიეთ, ჩვენ უბრალოდ მატჩის რეკლამირება გვინდოდა, მიზანს როგორც ჩანს მივაღწიეთ, რადგან სავსე ტრიბუნების წინაშე კარგ გარემოში ვითამაშეთ. საბოლოოდ გავიმარჯვეთ კიდეც და შინ ამაყად ვბრუნდებით ” – ამბობს მაქს გროვოტნი.
რაც შეეხება შეხვედრას, ის ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ რუსების გამარჯვებით, ანგარიშით 0-1 დასრულდა, შეხვედრის ბოლ წუთზე პოლონელებმა 11 მეტრიანი ვერ გამოიყენეს, ეს დარტყმა ზუსტი რომ ყოფილიყო, მოსკოვის “სპარტაკი” ჯგუფში ჩარჩებოდა და მომდევნო ეტაპის საგზურს ვერ მოიპოვებდა.