in

მეცნიერები პოლუსების ხელახლა გაყინვას აპირენ!

დედამიწის პოლუსები გლობალურ საშუალოზე რამდენჯერმე სწრაფად თბება. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ როგორც არქტიკაში, ისე ანტარქტიდაში ამ წლის დასაწყისში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. ყინულის დნობა კი ზღვის დონეს აამაღლებს და არც ეს არის ჩვენთვის ახალი ამბავი. ამიტომ, მეცნიერებს პოლუსების ხელახლა გაყინვის იდეა გაუჩნდათ. ეს შემომავალი მზის შუქის შემცირებით გახდება შესაძლებელი.

M2
M2

მათ პოტენციური გეოინჟინერიის პროგრამა წარმოადგინეს, რომლის დროსაც თვითმფრინავები მიკროსკოპულ აეროზოლის ნაწილაკებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის 60-გრადუსიან განედებზე შეასხურებენ. თუ ეს 13 000 მეტრის სიმაღლეზე მოხდება, ნაწილაკები ნელ-ნელა პოლუსებისკენ გადაიწევს და ზედაპირს ოდნავ დაჩრდილავს.

საინტერესოა ისიც, რომ ნაწილაკების ინიექციები სეზონურად ჩატარდება — ადგილობრივი გაზაფხულისა და ადრეული ზაფხულის გრძელ დღეებში. შესაძლოა, ორივე ნახევარსფეროს თვითმფრინავების ერთი და იმავე ფლოტი ემსახურებოდეს, რომლებიც სეზონების ცვლასთან ერთად საპირისპირო პოლუსზე გადაადგილდებიან.

თუმცა ამაში არა ძველი, არამედ ახალი, მაღალ სიმაღლეზე მფრინავი ტანკერები დაგვეხმარება. დაახლოებით 125 ასეთი „ტანკერისგან“ შემდგარ ფლოტს შეუძლია აწიოს ის ტვირთი, რომელიც საკმარისი იქნება წელიწადში პოლუსების 2 გრადუსით გაგრილებისთვის. ეს მაჩვენებელი კი საკმარისია იმისათვის, რომ ისინი თავიანთ საშუალო ტემპერატურას დავუბრუნოთ. რაც შეეხება წლიურ ხარჯებს, იგი დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი იქნება. თუმცა ეს იმაზე ⅓ -ით ნაკლებია, ვიდრე მთელი პლანეტის 2 გრადუსით გაგრილებას დასჭირდებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს გლობალური დათბობის საკითხს სწრაფად შეცვლის, სტრატოსფერული აეროზოლის ინიექციები მხოლოდ კლიმატის ცვლილების სიმპტომს მკურნალობს, მაგრამ არა, ძირითად დაავადებას. ეს არის ასპირინი და არა, პენიცილინი. ეს არ არის დეკარბონიზაციის შემცვლელი, — განმარტავს ვეიკ სმიტი, კვლევის წამყვანი ავტორი. 

პოლუსების გაგრილება პლანეტის მხოლოდ მცირე ნაწილს დაიცავს და შუა განედებში, სავარაუდოდ, ტემპერატურასაც შეამცირებს. თუმცა გლობალური თერმოსტატების ამოქმედების იდეა ნამდვილად საყურადღებოა, რადგან დიდი ცვლილებები სწორედ პატარა ნაბიჯების გადადგმით იწყება. 

არქიმ არქელებისთვის მორიგი საზეიმო ღონისძიება გამართა

Visa და ბიზნეს ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“, გლობალური კამპანიის – She’s Next, Empowered by Visa ფარგლებში ბიზნეს კონკურსს აცხადებენ