in

როგორ მეძინოს 8 საათი 4 საათში? – ანუ პოლიფაზური ძილი დიდი გეგმების მქონე ადამიანებისთვის

გიფიქრიათ ოდესმე, რა მაგარი იქნებოდა, დღეში უფრო მეტი საათი რომ იყოს? მარტივად გვექნებოდა დრო ყველაფრისთვის: სამსახური, ჰობი, მეგობრები, ოჯახი, ან საერთოდაც, არაფრის კეთებისთვის. თუმცა, საკმარისია ოცნება და დავუბრუნდეთ რეალობას! ერთადერთი გზა ამ ყველაფრისთვის არის, რაოდენ ტრაგიკულადაც უნდა ჟღერდეს, ძილის ციკლის შემცირება. მაგრამ შესაძლებელია, თუ არა ეს გაღიზიანების, გადაღლისა და გამოფიტვის გარეშე?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამბობენ, რომ გენიოსები, როგორებიც იყვნენ: ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლა ტესლა, სალვადორ დალი და ა.შ. მიმართავდნენ პოლიფაზური ძილის პრაქტიკას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ, ჯამში, ეძინათ, დაახლოებით, 1-დან 4 საათის განმავლობაში, ღამისა თუ დღის რაღაც მონაკვეთში. პოლიფაზური ძილი გულისხმობს პროცესს, როცა შენ დროის რაღაც მონაკვეთში წყვეტ ძილს და შემდეგ, 20-30 წუთს წაუძინებ დღის განმავლობაში.
ცოტა სიგიჟეს შეიძლება ჰგავს, თუმცა, ეს ასეა და არაერთი ცხოვრობს ამ რეჟიმით. ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ძილის ასეთ რეჟიმს კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდის არის ძილის ე.წ. REM – თსმ ფაზა (Rapid Eye Movement – თვალის სწრაფი მოძრაობა), რომელიც გრძელდება, დაახლოებით, 20-30 წუთის განმავლობაში, რაც შეადგენს ზუსტად იმ დროს, რომელიც ჩვენს ტვინს სჭირდება ენერგიით დამუხტვისა და სტრესისგან გათავისუფლებისთვის.

BrightSide-ის თანამშრომელი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ექსპერიმენტით, რა გზა გაიარა იმისთვის, რომ პოლიფაზური ძილის რეჟიმით გაეგრძელებინა ნაყოფიერი ცხოვრება:

როგორც ყველას, მეც ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა იმისთვის, რომ მეკეთებინა ჩემი ფიზიკური თუ მენტალური განვითარებისთვის საჭირო აქტივობები. ვერასდროს მოვაბი თავი, რეგულარულად მევლო ცურვაზე, მხოლოდ ვახერხებდი იმას, რომ სახლში მივსულიყავი და Youtube-ზე მეყურებინა რაღაც მარათონისთვის. როგორც წესი, ვაგვიანებდი შეხვედრებზე, მნიშვნელოვან საქმეებს აუცილებლად მომდევნო კვირისთვის ვიტოვებდი. ერთ დღესაც კი გადავწყვიტე, რომ ბოლოს და ბოლოს, საკმარისია! და დრო მოვიდა, ვცადო პოლიფაზური ძილი.

პოლიფაზურ ძილს აქვს რამდენიმე ვარიანტი და შეგიძლია, აირჩიო რომელიმე 5-დან: მაგალითად, უინსტონ ჩერჩილს ეძინა 6 საათ-ნახევარს ღამით, როცა ნიკოლა ტესლას ერჩივნა, მხოლოდ 2 საათი ღამით და 20 წუთი დღისით. არსებობს ძალიან ბევრი ონლაინ კალკულატორი, რომელიც ადამიანებს ეხმარება ამ რეჟიმის სწორად შესრულებაში.
მოკლედ, BrightSide-ის თანამშრომელმა გადაწყვიტა, რომ ღამით დაეძინა 4 საათს, დღის განმავლობაში კი 2-ჯერ, ლანჩისა და სამსახურის პირველი ცვლის დასრულების შემდეგ, ძილის 25 წუთიანი შესვენება გაეკეთებინა. არ გაგიკვირდებათ და ეს არცისე მარტივი აღმოჩნდა მისთვის:

დღე 1: გულწრფელად რომ გითხრათ, ექსპერიმენტი დაიწყო ფანტასტიკურად. დავიძინე 2-ის ნახევარზე და გავიღვიძე 6-ის ნახევარზე. მქონდა უამრავი დრო სამსახურამდე, ამიტომ მოვითავე სახლის ყველა საქმე და ჩამოვწერე მთელი კვირის გეგმა. ვიყიდე ძილის ნიღაბი და ყურის საცობები. ლანჩის შემდეგ, სამსახურში ვიპოვნე მყუდრო ადგილი, რომ დამესვენა და ვცადე დაძინება, თუმცა უშედეგოდ. იგივე ვცადე სახლშიც, მაგრამ ვერ დავიძინე 25 წუთის განმავლობაში, თუმცა დავიტოვე იმედი, რომ შემდეგ დღეებში ეს აუცილებლად შეიცვლებოდა.

დღე 2: სანამ ამ ექსპერიმენტს დავიწყებდი, ვესაუბრე ადამიანებს, რომლებსაც პოლიფაზური ძილის გამოცდილება ჰქონდათ. მათ გამაფრთხილეს, რომ რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა ამის მიჩვევას და განსაკუთრებით, პირველი ორი კვირის განმავლობაში, თავს ვიგრძნობდი ზომბად. რა თქმა უნდა, ზუსტად ასე დამემართა. მეორე დღეს ვიყავი ძალიან დაღლილი და ემოციურად განადგურებული.დღე 3: ჩემთვის აღარ არსებობდა დღეს ან ხვალ. ყველა დღე გახდა ერთი დიდი გაურკვეველი, ბუნდოვანი რაღაც. მე უკვე შემეძლო შესვენებაზე 25 წუთით ჩაძინება, თუმცა თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი კარგად ამის შემდეგ. და ვიფიქრე: „რატომ ვაკეთებ ამას? არ ჯობს, დავწვე და დავიძინო?“ – დამჭირდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა, საკუთარ თავთან გამკლავება, რომ გამეგრძელებინა ექსპერიმენტი.

დღე 4: ძალიან ბევრი ენერგია მიჰქონდა ვინმესთან დიალოგს. არ მქონდა საუბრის გაგრძელების უნარი. იმის თავიც კი არ მქონდა, რომ ტელეფონზე ძალიან მარტივი შეკითხვებისთვის მეპასუხა. ვიყავი, აბსოლუტურად, სხვა განზომილებაში. პირველი 4 დღის განმავლობაში შეიცვალა ჩემი ვიზუალური მახასიათებლებიც, უკეთესობისკენ ნამდვილად არა: გავფერმკრთალდი, თვალები ჩამისისხლიანდა, უპეები ჩამილურჯდა. თუმცა, მგონი, ყველაზე ცუდმა პერიოდმა 4 დღეში გაიარა.

დღე 5: ნელ-ნელა მივეჩვიე ახალ რეჟიმს. როგორც კი თვალებს ვხუჭავდი, 25 წუთიან შესვენებაზე, მაშინვე ღრმად მეძინებოდა. ადრეც კი გამღვიძებია, თუმცა ცოტა დასვენებას მაინც ვგრძნობდი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი დრო მქონდა ღამით და გადავწყვიტე, მეკითხა მეტი წიგნი, მეყურებინა დოკუმენტური ფილმებისთვის. სწორედ ასე აღმოვაჩინე ტომი ბრაზილიაში – პირაჰა. ადამიანებს, ამ ტომში, არასდროს სძინავთ სრულად. ისინი 20 წუთით, ხეზე მიეყრდნობიან და ამ დროის განმავლობაში წაუძინებენ ხოლმე. მათ სწამთ, რომ რაც უფრო დიდხანს გძინავს, მით მეტად კარგავ საკუთარ თავს. როგორი ინტროსპექციულია, არა? ზოგადად, მათ ძილი არ უყვართ და რა თქმა უნდა, ესეც ეხმარება.დღე 6-7: როგორც იქნა, მივაღწიე და სრულად გამოვიყენე პოლიფაზური ძილი, თითქმის ყველა ჯერზე, 25 წუთიანი ჩაძინების შემდეგ ვფიქრობდი, თითქოს რამდენიმე საათს, ძალიან ღრმად მეძინა. ჩემი მენტალური წინააღმდეგობები ნელ-ნელა გაქრა და სამუშაო შესაძლებლობებიც გაიზარდა – ვახერხებდი იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე წამოვიდგენდი. ყოველ საღამოს ვკითხულობდი წიგნებს და ვუყურებდი ფილმებს, შევეშვი ყავის სმას და რაც მთავარია, როგორც იქნა, დავიწყე აუზზე სიარული.

დღე 8-10: ჩემი შემოქმედებითი უნარები და ზოგადად, სასიცოცხლო ძალების მარაგი გაუმჯობესდა იმიტომ, რომ შევძელი, სწორად გამომეყენებინა ჩემი ტვინის გამოჯანსაღებისთვის განკუთვნილი დრო. შუადღის ძილის შემდეგ, შემეძლო, პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა მეპოვნა, რასაც ადრე თავს ვერ ვართმევდი. ექსპერიმენტს ვაგრძელებდი და ვიღებდი დიდებულ შედეგებს. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და ვიყავი ისეთი პროდუქტიული, როგორც არასდროს.

დღე 11-14: გადავწყვიტე, რომ აღარ მჭირდებოდა რამე კონკრეტულ გეგმას მივყოლოდი. უბრალოდ, ნება მივეცი ჩემს სხეულს, თავისით გადაეწყვიტა, როდის იყო საუკეთესო დრო დასვენებისთვის და ეს ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ჩემთვის. ვისწავლე ჩემი შესაძლებლობების შესახებ და გავიგე, სად გადის ზღვარი – უფრო და უფრო ცოტა მეძინა ღამით, უფრო კონკრეტულად, პროცესმა შეადგინა 2 საათ-ნახევარი და ეს დრო მყოფნიდა, თუ დღის განმავლობაში მექნებოდა ძილის პატარა შესვენებები. 

პოლიფაზური ძილის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეები:
1. პროდუქტიულობა. მე ვახერხებ, მთელი კვირის გასაკეთებელ საქმეებს მოვერიო ლანჩამდე. ძალიან მარტივი გახდა ჩემთვის სამსახურებრივი პრობლემების გადაჭრა და საქმის შესრულება.

2. მაღვიძარა აღარ მჭირდება. შევნიშნე, რომ მეღვიძება, სანამ მაღვიძარა დარეკავს. და ეს სულ არ მაღიზიანებს, მზად ვარ, მაშინვე წამოვხტე და საქმეს შევუდგე.

3. ჯანსაღი კვება. აქამდე, სავსე კუჭით ჩაძინება ძნელი იყო. ექსპერიმენტის განმავლობაში ვიკვებებოდი, უმეტესად, ჯანსაღად – მსუბუქად. შედეგად, გავხდი უფრო აქტიური და ბიუჯეტიც კი დავზოგე.

4. მეტი ვარჯიში და წიგნები. ვიპოვნე ბევრი დრო ჩემი როგორც ფიზიკური, ისე მენტალური განვითარებისთვის. წავიკითხე ყველა ის წიგნი, რომელიც მინდოდა და დავიწყე ვარჯიში სპორტდარბაზში. ამიტომაც, ავად ვხდები უფრო იშვიათად და ვარ ძლიერი. 

უარყოფითი მხარეები:
1. ბინდი და განთიადი. მიჩვეულები ვართ, რომ ბინდი და განთიადი მივიჩნიოთ ძილის სიგნალებად, რომ უკვე დაძინებისა თუ გაღვიძების დროა. მაგრამ პოლიფაზურ ძილთან ერთად დროის ეს მდინარება მთავრდება!

2. წვეულებები დასრულდა. დამჭირდა ჩემი ცხოვრების სერიოზული მენტალური გადაფასება. ექსპერიმენტის განმავლობაში არ ვყოფილვარ წვეულებაზე კლუბში ან მეგობრის სახლში, ასევე, არ მივკარებივარ ალკოჰოლს, რადგან ის ანგრევს მთელს რეჟიმს და მივხვდი, რომ პროდუქტიულობა მოითხოვს მსხვერპლს.

3. ჯანსაღი ცხოვრება თანდაყოლილი არაა. ეს იწყება ექსპერიმენტით. ძილის რეჟიმის რადიკალური ცვლილება აუცილებლად იმოქმედებს შენს ნერვულ სისტემაზე. ასე რომ, საჭიროა, იყო ფრთხილად და ჯანსაღი ცხოვრების დაწყებამდე კარგად იკვლიო ყველაფერი.

თუ ცხოვრებაში დიდი გეგმები გაქვს და ვერ წარმოგიდგენია მათი შეუსრულებლობა, მაშინ პოლიფაზური ძილი შენთვისაა. მე გავხდი უფრო პროდუქტიული, მაქვს ბევრი თავისუფალი დრო, რაც მაძლევს საშუალებას, ვაკეთო ყველაფერი ის, რაც მინდა და უფრო მეტიც. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი რთულია იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებული რეჟიმით ცხოვრობს. შენი მეგობრები და ოჯახი, დიდი ალბათობით, იფიქრებენ, რომ არ არის სწორი საქციელი მათთვის უარის თქმა სადმე წასვლაზე ან ფილმის დაპაუზება, რადგან შენ 25 წუთით უნდა წაუძინო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შენი არჩევანია და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რას იზამ! იმ შემთხვევაში თუკი ჩამოთვლილი ცვლილებები შენთვის დრამატულად წარმოუდგენელია, არ იღელვო! არსებობს ათასი გზა, რომლითაც შეგიძლია, გაიუმჯობესო პროდუქტიულობა.

ნუ ელოდები  საუკეთესო დროს ცვლილებებისთვის! თუ გინდა რაღაცის შეცვლა, დაიწყე დღეს! ყველა დაბრკოლება და სირთულე არის მხოლოდ და მხოლოდ შენს თავში. რეალურ ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა, ცვლილებას ორშაბათს დაიწყებ თუ ხუთშაბათს! ამიტომ, დაიწყე დღეს!

წყარო: Bright Side



„რომპეტროლი“, ერთგულ მომხმარებლებს, 100 ან 1000 ლიტრი საწვავის მოგების შანსს აძლევს

15 წლიანი პაუზის შემდეგ, რიდლი სკოტი სარეკლამო ინდუსტრიას უბრუნდება!