in

სამშენებლო პასუხისმგებლობა ცოდნით იწყება – პოლიპრომის მისია და გზავნილი სამშენებლო სექტორს

კომპანია პოლიპრომის შესახებ

კომპანია პოლიპრომი ქართულ ბაზარზე უკვე თითქმის ათი წელია ოპერირებს, როგორც სამშენებლოსარემონტო დამხმარე საშუალებების იმპორტიორი. ის ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან ევროპულ ბრენდებს, როგორებიცაა ბელგიური სოუდალი, ფრანგული დიაჟერი, ესპანური ინდექსი და გერმანული სამედიამწარმოებლებს, რომლებიც მაღალი ხარისხის, სანდოობისა და საიმედო გადაწყვეტების სინონიმებად იქცნენ სამშენებლო ინდუსტრიაში.

პოლიპრომის მისია გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ ლოჯისტიკა და დისტრიბუცია. კომპანია მრავალი წელია სწორი სამშენებლო კულტურის განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომების გავრცელებაზე ზრუნავს. პოლიპრომი უარს ამბობს ზედაპირულ რეკლამაზე და მომხმარებელთან კომუნიკაციას რეალური ხარისხით, პასუხისმგებლობითა და პროფესიული ცოდნით ამყარებს

კომპანიამ არაერთხელ მიაღწია ცვლილებებს სექტორში და დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკებთან ბრძოლის გზაზე უკვე მოიპოვა სანდოობა. თუმცა, გამოწვევები კვლავ მრავლადაა.

ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ პოლიპრომის ერთერთ დამფუძნებელსა, ინჟინერმშენებელსარტემ რასსოხინს.

M: სად ხედავთ ძირითად პრობლემებს დღეს სამშენებლო სექტორში?

მთავარი პრობლემა ცალსახად პროფესიონალიზმზე გადის, რაც გამოიხატება ზედაპირულობაში, ეთიკურ კომპრომისებში, რესურსების დაზოგვაში, სადაც ეს არ შეიძლება. ცოდნა, მაღალი სტანდარტების ერთგულება, პასუხისმგებლობაამ ქვაკუთხედის გარეშე წინსვლა არ გამოვახშირია მენტალიტეტი: „ასეც გამოვა, ადრე ასე ვაკეთებდით“. ვფიქრობთ, პრობლემა ისაა, რომ არავინ ცდილობს შეცდომების დანახვას და გამოსწორებას. სისტემა სულაც პირიქით არის მოწყობილი, უკვე პროფესიონალებიც იძულებულნი არიან მოცემულობებს მოერგონ.
არსებობს ასეთი კოგნიტური ტენდენცია, დანინგკრუგერის ეფექტიროცა ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის, მოჩვენებით უპირატესობასაც კი განიცდის, არადა საერთოდ უგულებელყოფს ძიების პროცესს. ცოდნა ხომ ძიებით მოდის, მხოლოდ ასე აღმოვაჩენთ, რამდენი რამ არ გვცოდნია და ვიწყებთ სწავლას. ცოდნის კვლავწარმოების და მიღების გარეშე ყოფნა უკიდურესად სახიფათოა ჩვენს სფეროში, სადაც ერთმა გაუთვლელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება შეუქცევადი შედეგები მოიტანოს.

M: პოლიპრომის როლი ამ სურათში როგორ გესახებათ?

პოლიპრომში ჩვენი მისია არც იწყება და არც მთავრდება პროდუქტის ჩამოტანით და გაყიდვით. ჩვენ გვინდა სწორი ტექნოლოგიური და საინჟინრო ხედვა დავნერგოთ. ვთვლით, რომ ჩვენს მომხმარებლებს ცოდნასთან უნდა ვაკავშირებდეთ. ამიტომ ვესაუბრებით არგუმენტებითვუხსნით, რატომ სჭირდება ესა თუ ის კონკრეტული გადაწყვეტა, რა არის ხარისხი სინამდვილეში, რადგან მარკეტინგის პრიზმაში ზოგიერთი სიტყვა უფასურდება, სწორ ფიქრს კი სწორად შერჩეული ტერმინები სჭირდება.

დღეს სამშენებლო სფერო დიდი სისწრაფით ვითარდება, რაც მასალის, კონსტრუქციისა თუ მატერიის შექმნის პროცესში ფიზიკის, ქიმიისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის  ცოდნას გულისხმობს. არ შეიძლება მშენებლობა მიდიოდეს ყველაფრით, რაც იაფი გვიჯდება. არ გვინდა ზედმეტად დამრიგებლური ტონით საუბარი, მაგრამ ყველანი, ვინც სამშენებლო სექტორს წარმოვადგენთ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული, ყოველ შემთხვევაში უნდა ვიყოთ. ყველა და ყველაფერი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ბიზნესს, განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესს, პირდაპირ მოეთხოვება კვალიფიკაცია და მაღალი პასუხისმგებლობა, ეს არ არის რაღაც სასურველი თვისება, რაც შეიძლება გქონდეს ან არ გქონდეს. ჩვენ ხომ კერძს არ ვაკეთებთ რომ რაღაცამ არ ივარგოს და გადავაგდოთ

M: მაინც რას ნიშნავს თქვენთვის პასუხისმგებლობა ამ პროცესში?

ალბათ ბევრჯერ გსმენიათ:  „ბაზარია ასეთი, რაც იყიდება, იმას ვყიდით“, ჩვენ შეგნებულად ვთქვით უარი ამ მიდგომაზე. არ ვმუშაობთ ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ტექნიკურად სუსტია ან მარკეტინგული ტყუილით არის შეფუთული. არ ვცვლით პროდუქტის ორიგინალურ შეფუთვას, არ ვაყალბებთ მის თვისებებს. ცხადია, ჩვენი პროდუქცია არ არის იაფფასიანი. იაფი და ხარისხიანი შეუძლებელი კომბინაციაა. მყიდველთა ნაწილი ეძებს იაფფასიან პროდუქციას და ნაწილი ყიდულობს ძვირადღირებულს, რადგან მისთვის ფასი არის ხარისხი, მაგრამ არა ტექნოლოგია. რატომ არის ეს პროდუქტი უკეთესი ამის ცოდნა ნაკლებადაა. ჩვენს პროდუქტს კი სწორი ტექნოლოგია, სწორი გამოყენება სჭირდება, მხოლოდ ასე გამოავლენს ბოლომდე საუკეთესო თვისებებს.

ჩვენთვის მომხმარებელზე რეალური ზრუნვით იწყება პროფესიული ეთიკა. ამით არც თავს ვიქებთ და არც აპლოდისმენტებს ველით, უბრალოდ ჯანსაღი სამშენებლო ეკოსისტემის ნაწილად გვინდა ყოფნა, სადაც ბევრ კითხვას დაგვისვამენ, სადაც მეცნიერულად და შემოქმედებითად მიუდგებიან პრობლემების გადაჭრას, ერთმანეთის და წამყვანი ქვეყნების გამოცდილებებს გაიზიარებენამ გადმოსახედიდან ზედმეტად იდეალისტურად გამოიყურება ეს სურათი, მაგრამ ღრმად მწამს, რომ პრობლემის მოგვარება მისი გაცნობიერებით, მასზე საუბრით იწყება.

M: ხარისხის კონტროლზე რას იტყვით, ვინ აკონტროლებს მშენებელს?

აქ არის უზარმაზარი სიცარიელეარ არსებობს მექანიზმი, რომელიც არქიტექტორს, ხელოსანს, პროექტის მენეჯერს აიძულებს მუდმივად განაახლოს ცოდნა ან გაიაროს გადამზადება. არ გვაქვს სერტიფიცირების სისტემა, არ გვაქვს ხარისხის ინსპექტირება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
ხომ ვერ მივცემთ ადამიანს ექიმის ლიცენზიას მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრჯერ უნახავს, როგორ აკეთებენ ოპერაციას. მაშინ რატომ ვუშვებთ, რომ ჰიდროიზოლაციის, კოროზიის მართვის ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებში თვითნასწავლმა ადამიანმა მიიღოს ტექნიკური გადაწყვეტილება? ხარისხის კონტროლი, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, მასალების მდგრადობა, დიდწილად დეველოპერის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე გადის.

M: რას აკეთებთ პრაქტიკულად ამ პრობლემების გადასაჭრელად, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

როგორც ვახსენე, პრობლემის მოგვარება საუბრით იწყება, თუმცა საუბრის ეტაპს გავცდით, კონკრეტულ გეგმებს ვამუშავებთ და დიდი გათვლები გვაქვს.
გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში პოლიპრომის აუდიტორიას მოვაწყობთ სრულად, ინტეგრირებული ლაბორატორიით და აუცილებელი ხელსაწყოებით. გვექნება ერთგვარი სასწავლო ბაზავამზადებთ ტრენინგ კურსებს არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ პრაქტიკოსებისთვისაცმშენებლებისთვის, ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის. თუმცა უპირველესად ეს სტუდენტებისთვისაა, მომავლის საქმეა და გვიხარია, რომ არამხოლოდ ათწლეულებზე გათვლილი სამშენებლო შედეგებით, არამედ ამ მხრივაც ვეხებით მომავალს.
ესეც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ფაქტების ენით ველაპარაკოთ. ვაჩვენოთ, დავარწმუნოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგია მხოლოდ გვეხმარება უსაფრთხო, მდგრადი გარემოს შექმნაში და ყველა ეს ტექნიკური მიღწევა მრავალი წელია გველოდება, როდის გვექნება ნება და დავნერგავთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

M: და ბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს: „მთავარია, არ ჩამოინგრეს

წარმატებულ ბრენდებთან წარმატებული ურთიერთობა ხარისხის გარანტიაა. ამ ყველაფერთან ზურგით დგომა დეგრადაციისკენ სვლაა. სამშენებლო სტანდარტები და უსაფრთხოების წესები არ არის ღვთიური წარმომავლობის, რომ გვწამდეს ან არა, ლოგიკიდან, ზუსტი მეცნიერებებიდან დგინდება. ამ ყველაფრის უგულებელყოფა გარდა იმისა, რომ ადამიანებს დააზარალებს, თავად კომპანიის არსებობასაც გამოუტანს განაჩენს. თუ მთლიანად გადავერთვებით იაფ წარმოებაზე საბოლოოდ გამოქვაბულში მოგვიწევს დაბრუნება, თანაც სრულიად უფასოდ

ჩემი აზრით, თვითონ სექტორმა უნდა იმუშაოს, როგორც თვითგანათლებაზე, ისე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, რა არის ხარისხი, უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა. მიზანი ყოველთვის უნდა იყოს უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემო. თუკი მიზანია დაზოგვა და სიმარტივე, ყველაფერი საბოლოოდ გაცილებით ძვირი ჯდება.
ბუნებრივია, რომ ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ქვეყნის წარმატებაზე. ეს არის ჯაჭვური, ძალიან კომპლექსური პროცესი. წარმატება და განვითარებაც, როგორც წესი, კონკრეტული სექტორების, კონკრეტული ადამიანების და ჯგუფების დიდი მონდომებით, ენთუზიაზმის და პასუხისმგებლობის შედეგია. ჩვენ რომ დავსხდეთ და ველოდოთ, როდის განვითარდება სექტორი ისე, რომ თავისით დაინერგოს სტანდარტები, დიდი უგუნურება იქნება. ჩვენ, ყველამ ერთად და ცალცალკე კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ ამისთვის.

[R]

რეზიუმეში რომ მოვიტყუოთ, შეიძლება?!

როგორ შეიცვლება Perplexity-ის პერსპექტივა, Samsung-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ