in

2 000 წლის წინ განადგურებულ პომპეიში სწრაფი კვების ობიექტი აღმოაჩინეს

სწრაფი კვება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. უმეტესობა ჩვენგანისთვის შეუძლებელია, უარი თქვას მასზე, გამომდინარე მისადმი სიყვარულისა და თუნდაც, რეჟიმისა, როცა ყველაზე კომფორტული სწორედ სწრაფად და გემრიელად დანაყრებაა.

მართალია, საზოგადოების ნაწილი მსგავსი ტიპის კვებას თანამედროვეობას უკავშირებს, თუმცა ეს არასწორია… სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ 2 000 წლის წინანდელ, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ, ქალაქ პომპეიშიც კი იყო. 

2019 წლის გათხრების შედეგად, მეცნიერებმა ნაწილობრივ მიაკვლიეს თერმოფილიუმის კვალს, რაც დღევანდელი რეალობის სწრაფი კვების ობიექტებთან ასოცირდება. მას უწოდებდნენ “ადგილი, სადაც რაღაც ცხელი იყიდება”. აქ შესაძლებელი იყო მზა პროდუქტების შეძენა, რასაც ძირითადად ადამიანთა ის ფენა მიმართავდა, ვისაც არ ჰქონდა პირადი მზარეულის ყოლის შესაძლებლობა.

არქეოლოგებს ძიება არ შეუწყვიტავთ და ახლა უკვე ჩვენს წინაშე მრავალი სხვადასხვაგვარი დახლია, დიდი, ფართო ხვრელებით. ფრესკებზე წარმოდგენილი გამოსახულებები პომპეის სწრაფი კვების მენიუს ზოგად სურათს გვიხატავს – აქ ძირითადად მიირთმევდნენ ქათამს, იხვს, ღორს, საქონლის ხორცს, თევზს და ლოკოკინას. ასევე, ანთროპოლოგ ვალერია ამორეტის თქმით, ღვინის ჭურჭლის ძირში აღმოაჩინეს დაფქული ცერცვის კვალი, რომელსაც ძველად ღვინოს უმატებდნენ, არომატის მისაღებად და მისი ფერის გასაღიავებლად.

ჩვენ ახლა ვიცით, რას მიირთმევდნენ ჩვენს დრომდე 2 000 წლით ადრე და ეს თითქოს კიდევ უფრო მეტად გვაახლოვებს ჩვენს წარსულთან.

უნიკალური სუნის ძიების 13 წელი KAVEULI PARFUM-ით დასრულდა – ახალი ქართული არტიზანული სუნამო

„სამსუნგი“ 2021-ს საახალწლო აქციებით ხვდება