in

გლემპინგ სასტუმროების დასაჯავშნი ქართული პლატფორმა – Pompok

Startauperi
Startauperi

Pompok დასაჯავშნი პლატფორმაა, რომელიც ბუნებაში დასვენების მსურველებს საცხოვრებლების მფლობელებთან აკავშირებს. უფრო ზუსტად, ესაა სივრცე, სადაც თავმოყრილი და მარტივად გაფილტვრადი იქნება ინფორმაცია გლემპინგ ადგილების შესახებ. 

მოგეხსენებათ, გლემპინგი ჩვენს საუკუნეში წარმოშობილი სიტყვა და იშიფრება, როგორც გლამურული კემპინგი – ადგილი, სადაც ბუნება და კომფორტი ერთმანეთს ხვდება.

რაც შეეხება Pompok-ს, მისი ავტორები დები, ნათია და ხატია სვანაძეები არიან:

 ჩვენ ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით. ნათია ფინანსისტია და სტაბილური გარემოს მოყვარული, ხოლო ხატია – მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული და გამოცდილების მაძიებელი. ხატიას აქვს 13 წელზე მეტი გამოცდილება ტურისტულ სფეროში, მუშაობდა სხვადასხვა სასტუმროში განსხვავებულ პოზიციებზე, ხოლო ნათია უკვე 12 წელია, აუდიტორია დიდი ოთხეულის წამყვან კომპანიაში EY. რაჭაში გვაქვს პატარა საოჯახო სასტუმრო, რომელსაც ოჯახთან ერთად ვუძღვებით. ორივე ჩვენგანს გვაერთიანებს ჰობი – მოგზაურობა, ბუნებაში ხეტიალი და საინტერესო ადგილების აღმოჩენა.

Door2heaven Eco-Hotel and camping ბათუმთან ახლოს, სოფელ ყოროლისთავში მდებარეობს. ეს არის ადგილი საიდანაც მთაში ყოფნასთან…

Posted by Pompok.com – Connecting with Nature on Thursday, December 3, 2020

M: მოგვიყევით, რა გახდა Pompok-ის დაფუძნების წინაპირობა?
ჩვენ ძალიან გვიყვარს ბუნებაში ხეტიალი და თავგადასავლები. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, სულ ვცდილობთ, მეგობრებთან ერთად საქართველო მოვიაროთ და ახალი ადგილები აღმოვაჩინოთ. დროსთან ერთად მივხვდით, რომ ბუნებაში დასვენების პარალელურად, კომფორტის ელემენტებიც მნიშვნელოვანი გახდა. ვეძებდით ადგილს, სადაც თან ბუნებაში ვიქნებოდით და თან კომფორტულ გარემოში დავისვენებდით, თუმცა ეს პროცესი არცისე მარტივი აღმოჩნდა. ინფორმაცია ასეთი ადგილების შესახებ, რა თქმა უნდა, ინტერნეტში არის, მაგრამ ძალიან გაფანტულად. ბევრი დრო დავკარგეთ განსხვავებული ტიპის საცხოვრებლის მოსაძებნად, მოგვიხდა ფეისბუკგვერდებზე კომენტარების კითხვა და დაჯავშნის საიტებზე სტანდარტული ტიპის აპარტამენტებს შორის უნიკალური ლისტინგების ძებნა. აღმოჩნდა, რომ არ არის სივრცე – პლატფორმა, სადაც ყველა ეს ადგილია თავმოყრილი და გლემპინგ საცხოვრებლები იფილტრება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით.სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ბუნებაში დასვენების მოყვარულებისთვის გლემპინგ საცხოვრებლებს ადვილად მოსაძებნსა და ხელმისაწვდომს გახდიდა.

M: არის, თუ არა მოთხოვნა საქართველოში გლემპინგ სასტუმროებზე და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი როლი ტურიზმის ამ მიმართულებით ხელშეწყობის პროცესში?
ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ Airbnb უნიკალური ადგილების დასაჯავშნად.
არსებობს კომპანიები, რომელთაც ეს ნიშა იპოვეს და წარმატებით ოპერირებენ ამერიკაში, თუმცა ევროპის ბაზარი და მით უმეტეს, საქართველო, ჯერჯერობით, ათვისებული არ არის. ბუნებაში დასვენება კომფორტულ პირობებში, უკვე დიდი ხანია, დასავლეთში დასვენებისა და რეკრეაციის პოპულარულ ფორმატად იქცა. მზარდია მოთხოვნა საქართველოშიც, განსაკუთრებით, პანდემიისას გაჩნდა ტენდენცია, რომ უმრავლესობა ბუნებასთან ახლოს მყოფ ქალაქიდან გასასვლელ დასასვენებელ ადგილს ეძებს.

“Landscape hotel’’ მდებარეობს სტეფანწმინდაში, ყაზბეგში. თანამედროვედ მოწყობილი კოტეჯებიდან თქვენს თვალწინ იშლება…

Posted by Pompok.com – Connecting with Nature on Wednesday, November 25, 2020

M: ანუ, რომ განვმარტოთ, რა პრობლემას ჭრით ბაზარზე და როგორია თქვენი მიდგომა?
ჩვენს ბიზნესს 2 მიმართულება აქვს:

  1. ჩვენს პლატფორმაზე უკვე არსებულ ყველა უნიკალური ტიპის საცხოვრებელს თავი მოვუყაროთ და
  2. ხელი შევუწყოთ გლემპინგის განვითარებასა და ახალი სასტუმროების გაჩენას.

ასევე, ჩვენი პლატფორმა დამსვენებელს საშუალებას მისცემს, ზედმეტი დროისა და ძალისხმევის გარეშე, იპოვოს განსხვავებული ტიპის დასარჩენი ადგილი ბუნებაში. გარდა ამისა, ვეხმარებით მფლობელებს, რომ ადვილად მისაწვდომი გახდნენ სამიზნე აუდიტორიისთვის და მათი სასტუმროები არ იყოს ჩაკარგული ათასობით ლისტინგში Arbnb-სა თუ booking.com-ზე.

საქართველო თავისი უნიკალური ბუნებითა და ლანდშაფტით იდეალური ქვეყანაა გლემპინგისთვის. ბევრია სოფლებში ისეთი მიწა, რომელიც აუთვისებელია. სოფლის მცხოვრებლებმა არ იციან, როგორ აქციონ ეს მიწა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლის წყაროდ. ჩვენ მივდივართ მათთან და ვთავაზობთ მათი გარემოსთვის შესაფერის გლემპინგ ნაგებობის ჩადგმას ჩვენი თანამონაწილეობით. დაფინანსებისთვის ვეხმარებით როგორც ბანკებთან ურთიერთობაში, ასევე გრანტის მოძიებაში. რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ გლემპინგს ჰოსტი ექსკლუზიურად განათავსებს Pompok.com-ზე და ჩვენვე დავეხმარებით ტურისტების მოძიებაში.

ბორჯომის რაიონის სოფელ ცემში მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ხის კოტეჯები ,,სპილოს ოჯახი’’ მდებარეობს. კოტეჯები შექმნილია…

Posted by Pompok.com – Connecting with Nature on Wednesday, November 25, 2020

M: როგორია Pompok-ის გუნდის შემადგენლობა?
გუნდი შედგება 5 წევრისგან: ხატია სვანაძე – CEO, ნათია სვანაძე – CFO, ასევე გვყავს მრჩეველი – ვალერი ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს, აქვს ბიზნესის კეთების დიდი გამოცდილება და გვეხმარება ჩვენი ბიზნესის განვითარებაში. ანტონ გუზი – არის ჩვენი IT დეველოპერი და ვასილ შენჩუკი – რომელიც მარკეტინგს ჩაიბარებს.

M: ვისი ჩართულობა, მხარდაჭერა თუ ნდობა გჭირდებათ თქვენი პლატფორმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის?
ჩვენს მთავარ გამოწვევას რაც შეიძლება ბევრი ახალი გლემპინგ ლოკაციის შექმნა წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, ბევრი იქნება სირთულე, მაგრამ ჩვენი გუნდი მზადაა გამოწვევებისთვის.

ჩვენი პლატფორმა, ამჟამად, დამუშავების პროცესშია და საბოლოო სახე არ აქვს. უახლოეს მომავალში დასრულდება და შეივსება ლისტინგების ბაზა.

,,ბანაკი ყურო” მდებარეობს სტეფანწმინდაში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. ტერიტორიაზე განთავსებულია კარვები, მოსასვენებელი…

Posted by Pompok.com – Connecting with Nature on Tuesday, November 24, 2020

განვითარებისთვის გვჭირდება ინვესტიცები, რისთვისაც ვგეგმავთ, მონაწილეობა მივიღოთ საგრანტო კონკურსებში და მოვიპოვოთ დაფინანსება. 

M: როგორ აფასებთ სტარტაპის პოტენციალს?
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს წამოწყებას დიდი პოტენციალი აქვს არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ვგეგმავთ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენი ბიზნესი უფრო გლობალური გავხადოთ და საქმიანობის სფერო მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში, ეტაპობრივად, გავზარდოთ.

ავტორი: თიკა გეგენავა

როგორ მოვძებნოთ სამსახური 2021 წელს – რჩევები

“სტარტაპისთვის რომ მიმეხედა, სამსახურიდან წამოვედი და პანდემიაც დაიწყო…” – ამბავი “მწვანე ფერზე”