ამბავი ასეთია: სპორტულ დარბაზში ორნი სხედან და ერთმანეთს სილას აწნიან. არც ტკივილი ეტყობა რომელიმეს და როგორც ჩანს, არც დანებებას აპირებენ. რეკლამა კომპანია Pond’s-ის მამაკაცების კანის მოვლის საშუალებას ეძღვნება, რომელიც Pond’s-ის თქმით, კანს უფრო ნათელსა და გამძლეს ხდის. კამპანიაზე სააგენტო Ogilvy-მ იმუშავა.