in

მეცნიერებმა 20 მილიონი წლის წინ გაუჩინარებული მეგაფილა აღმოაჩინეს

დიდი ხნის წინ გამქრალი ტექტონიკური ფილა, რომელიც ერთ დროს იქ იყო, სადაც დღეს სამხრეთ ჩინეთის ზღვა არსებობს, ხელახლა აღმოაჩინეს გაუჩინარებიდან 20 მილიონ წელში. ფილის შესახებ მხოლოდ ბორნეოს მთების ფრაგმენტიდან და დედამიწის მანტიაში აღმოჩენილი უზარმაზარი ფილის მოჩვენებითი ნარჩენებიდან ვიცით. არადა, ოდესღაც წყნარი ოკეანის ზომის მეოთხედი იყო. მეცნიერებმა მას პონტოს ფილა უწოდეს, რადგან არსებობის დროს სწორედ პონტოს ოკეანის ქვეშ იყო.

M2
M2

გასაოცარია ფილის ნარჩენების პოვნა, რომლის შესახებაც უბრალოდ არაფერი ვიცოდით, — აცხადებს სუზანა ვან დე ლაგემაატი, მეცნიერი.

თუმცა ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა — მკვლევრებმა მაშინ მიაგნეს, როცა წყნარი ოკეანის ფილას შეისწავლიდნენ. ზოგადად, პროცესი ასეთია: ტექტონიკური ფილები გამუდმებით მოძრაობს ერთმანეთისკენ, ოკეანის ფილები კი კონტინენტურზე მკვრივია, რის გამოც იგი კონტინენტური ფილების ქვეშ ექცევა და ქრება. ამას მეცნიერები სუბდუქციას უწოდებენ. ზოგჯერ დაკარგული ფილის ქანები მთის მშენებლობის მსგავს პროცესში ერთვება, ეს ნარჩენები კი, შესაძლოა, თავის მხრივ, უძველესი ფირფიტების ადგილმდებარეობასა და ფორმირებაზე მიგვითითებდეს.

ბორნეოში, საველე სამუშაოების დროს, მეცნიერები ერთ-ერთი ასეთი უძველესი დაკარგული ფილის ნარჩენების პოვნას ცდილობდნენ, რომელიც ფენიქსის ფილის სახელით არის ცნობილი. კლდეების მაგნიტურ მახასიათებლებს აკვირდებოდნენ, რათა გაეგოთ, როდის და სად ჩამოყალიბდა ისინი. როგორც წესი, მაგნიტური ველი, რომელიც გარს აკრავს დედამიწას, კლდეებში ფორმირებისას იკეტება” და იგი გრძედის მიხედვითაც განსხვავდება. თუმცა ახლა მეცნიერებმა რაღაც განსხვავებულს მიაგნეს — ეს გრძედი არ ემთხვეოდა იმას, რომელიც ჩვენ მივიღეთ სხვა ფილებიდან, რომელთა შესახებაც უკვე ვიცოდით.

ამ საიდუმლოს ამოსახსნელად კი კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს და რეგიონის გეოლოგია ბოლო 160 მილიონი წლის მანძილზე გამოიკვლიეს. ფილის რეკონსტრუქციამ სამხრეთ ჩინეთსა და ბორნეოს შორის აჩვენა, რომ ოკეანე სულაც არ იყო იზანაგის ფილაზე, რასაც მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ… აღმოაჩინეს, რომ ეს ჩვენთვის აქამდე უცნობი ფილა იყო, რომელსაც ლაგემაატმა და მისმა გუნდმა პონტოს ფილა დაარქვეს.

კვლევის თანახმად, პონტოს ფილა სულ მცირე 160 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, თუმცა, შესაძლოა, იგი კიდევ უფრო ძველიც იყოს… ძალიან დიდიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სიცოცხლის მანძილზე ზომაში იკლებდა და შედეგად, 20 მილიონი წლის წინ გაუჩინარდა.

„როგორ წამოვიწყოთ უმიზეზო კამათი შვილებთან?“ — იუმორისტული კამპანია

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ახალი წამოწყება – ინოვაციური სერვისები ეკოსისტემისთვის