მას შემდეგ, რაც Disney-მ საავტორო უფლებები დაკარგა, ვინი პუჰი ბოროტ პერსონაჟად იქცა… მოგვიწევს, ვაღიაროთ, რომ ახალი კინემატოგრაფიული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუმცა არა ისეთის, რომელშიც სუპერ გმირები ავტომატურად გვიყვარდება. Jagged Edge Productions-ის სტუდიის მიღმა Winnie the Pooh: Blood and Honey დგას, რომელმაც პუჰის სამყარო სრულად ამოაბრუნა. თუმცა არც ეს იკმარეს და Bambi-ის, Tinkerbell-ის, Pinocchio-ს, Peter Pan-ისა და Mad Hatter-ის საყვარელი პერსონაჟები სისხლსმოწყურებულ არსებებად აქციეს.
მოკლედ რომ ვთქვათ, Poohniverse ანტიგმირებს აერთიანებს — Winnie-the-Pooh: Blood and Honey 2 ამ თვეში გამოვა, უკვე 2025 წლისთვის კი Poohniverse: Monsters Assemble-ის ფილმსაც ვიხილავთ. წელს Tigger-იც საჯარო საკუთრება გახდა, ამიტომ საშინელებათა ფილმში მისი ტრანსფორმაციის მომსწრენიც გავხდებით. მეტიც, Poohniverse თითოეული პერსონაჟის ისტორიას ცალკეულ ფილმებში მოგვიყვება, იქნება ეს Bambi: The Reckoning, Peter Pan’s Neverland Nightmare თუ Pinocchio Unstrung.
ხოლო სკოტ ჩემბერსს, Jagged Edge Productions-ის თანადამფუძნებელს, Poohniverse Marvel-ის The Avengers-ის საშინებელათა ჟანრად წარმოუდგენია, რომელიც ბოროტმოქმედი პერსონაჟებით იქნება სავსე… ასე რომ, მოემზადეთ, ბავშვობის ნოსტალგიების გაცოცხლების რა გითხრათ, მაგრამ ვარდისფერი სათვალეების მოხსნას რომ გვპირდებიან, ეს ფაქტია.