in ,

პოპ-არტიდან ბაუჰაუსამდე! – ცნობილი ლოგოების დიზაინი სხვადასხვა სტილში

თუ გვინდა, რომ ჩვენი ბრენდი კვლავ გამოირჩეოდეს, ლოგომ, როგორც ბრენდის იდენტობის ძირითადმა ნაწილმა, დროისა და კონკურენციის გამოცდას უნდა გაუძლოს. 

BOG
BOG

ციფრული პლატფორმა Kapwing-ის გუნდმა, რომელიც სურათების, ვიდეოებისა თუ GIF-ების რედაქტირების პლატფორმას გვთავაზობს, ექვსი ყველაზე გავრცელებული ლოგო, ექვსი გრაფიკული დიზაინის სტილში ხელახლა შექმნა. მათ Apple, Google, NASA, WWF, Instagram და McDonald’s ლოგოები აირჩიეს.

შერჩეული 6 სტილიდან კი ერთ-ერთია „არტ ნუვო”, მე-20 საუკუნის ბოლოს გამორჩეული „ელეგანტური და რომანტიული სტილი“, მასთან ერთად 1920-იან წლებში პოპულარული ბაუჰაუსი, ანუ „ფუნქციონალიზმის, გეომეტრიისა და სივრცის“ სტილი და „ფუტურისტული, ფერადი და მხიარული“ 3D დიზაინი. Kapwing-ის გუნდის ამოცანა სტილისტური მოძრაობებიდან ინსპირაციის მიღება იყო ისე, რომ ბრენდის ძველი ღირებულებების ერთგულიც დარჩენილიყვნენ. 

Apple 

Apple-ს ლოგო „არტ ნუვოს სტილშია გადმოცემული და ახლოს არის ბრენდის 1976 წლის ნამუშევართან, ვაშლის ხისა და ისააკ ნიუტონის სურათთან, რომელსაც ირგვლივ შემოხვეული აქვს სიტყვები: „Apple Computer Co.“ – აცხადებს დიზაინერთა გუნდი.

თუმცა, ბაუჰაუსის ვერსია ყველაზე ნათლად გამოხატავს სტივ ჯობსის ხედვას, როგორც ნათელ და მხატვრულ ინსტრუმენტს შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

Google

Google-ის არსებული ლოგო საკმარისად მარტივია, რაც ლოგოს შეცვლისა და სხვადასხვა ვარიაციის განხორციელების საშუალებას გვაძლევს, ეს კი ხშირად Google Doodle-შიც აისახება. მართალია, Google-ის ყველა რედიზაინი დასამახსოვრებელია, მაგრამ მათ შორის 2 გამორჩეულია: 1980-იანი წლების ლოგო და 3D ვერსიის ბუშტები.

NASA

მრგვალი ლოგო NASA-ში და მის ფარგლებს გარეთ ყველასთვის ცნობილია და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ NASA-ს ძველი, ჭიის მსგავსად დახლართული, ლოგო, რომელიც ბრენდს 1975-1992 წლებში წარმოადგენდა, დავიწყებას მიეცემა. 

„ჩვენი 1980-იანი წლების ვერსია ორივე სამყაროდან საუკეთესოს წარმოადგენს: ბურთი, რომელმაც მოგვცა მკვლევრების გმირობები და ნავიგატორთა გაფრენა“.

WWF

პანდას უბრალო შავი და თეთრი WWF მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის ლოგოტიპში არის „მკაფიო აზროვნების ოსტატობა, აცხადებენ დიზაინერები. 

იზიდავს თვალებს, სილუეტის სიმარტივე კი ლოგოს მოქნილს და, რა თქმა უნდა, მეტად დასამახსოვრებელს ხდის.

„WWF-ის ლოგოს, ბაუჰაუსის სტილის დიზაინი, ანიჭებს ფერს და ფორმას უმარტივებს , ის კვლავ “საყვარლად” გამოიყურება. მაგრამ 3D დიზაინის ვერსია უფრო მიმზიდველია“.

Instagram

როდესაც ინსტაგრამმა ლოგოს რედიზაინზე მუშაობა დაიწყო, კრემისფერი კამერა გრადიენტულ ფერთა პალიტრაზე გადაიტანა.

იმისთვის, რომ დაედგინათ თუ როგორ მუშაობდა ახალი ლოგო, ყველა თანამშრომელს აჩვენეს და სთხოვეს დაეხატათ ის, რაც მისგან დაამახსოვრდებოდათ. აღმოაჩინეს, რომ მარტივი კვადრატისა და წრის კონფიგურაცია, ეფექტური და დასამახსოვრებელი იყო. დღეს კი ეს ლოგოს მთავარი ნაწილია.

McDonald’s 

როცა სწრაფი კვების გიგანტზე McDonald’s-ზე დაიწყებთ ფიქრს, ალბათ, ოქროს თაღებთან ერთად, რონალდ მაკდონალდის წითელ და თეთრ ფერებად შეღებილი სახე გაგახსენდებათ. მაგრამ არის კიდევ ერთი თილისმა Speedee, რომელიც ბევრისთვის უცნობია, რეალურად კი McDonald’s-ის პირველ ლოგოს წარმოადგენს.

Speedee ყურადღებას ამახვილებს სისწრაფეზე და გვაჩვენებს ჰამბურგერებისგან შექმნილ შეფს, რომელიც, სავარაუდოდ, ბურგერებს მოგიმზადებთ. ეს კი McDonald’s-ის ლოგოს „პოპ-არტის სტილშიც აისახა. ხოლო ლოგოს იმ ვერსიებს, სადაც ცნობილი M თაღები დომინირებენ, მარტივი მოტივი აქვთ, ისინი ბურგერების გემოს გახსენებას ისახავენ მიზნად.

შავი და მწვანე ჩაის მსგავსებები და განსხვავებები

ერთად ყოფნის 10 წელი: „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოვებს