in

Pop-up ფანჯრები გაყიდვების გაზრდაში დაგეხმარებათ

Pop-up ფანჯრები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა თქვენი ვებსაიტის რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის წინაშე გასატანად. და რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს თქვენს შეთავაზებას, მით მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ისინი პოტენციურ მომხმარებლებად გადააქციოთ. 

ეს სტატია ახსნის pop-up ფანჯრების საუკეთესო პრაქტიკებს, რაც დაგეხმარებათ ამ ძლიერი ინსტრუმენტის მაქსიმალურად გამოყენებაში. გარდა ამისა, ჩვენ გამოვყოფთ რამდენიმე თვალშისაცემი pop-up ფანჯრის მაგალითს და განვიხილავთ pop-up შაბლონებს.

რა არის pop-up ფანჯრები

ეს არის ვებსაიტზე ამომხტარი ფანჯრები, რომლებიც ჩნდება წინა პლანზე ჩნდება მაშინ, როცა მომხმარებელი ათვალიერებს. ისინი ეფექტური მარკეტინგული ინსტრუმენტებია,რადგან ისინი შექმნილია ვიზიტორის ყურადღების მისაპყრობად.

9 გზა, რომლითაც pop-up ფანჯრები სარგებელს მოუტანს თქვენს ონლაინბიზნესს

ელფოსტის გამომწერების გაზრდა

ვებსაიტზე ვიზიტისას pop-up ფანჯრები, რომლებიც ელფოსტის გამოწერას სთავაზობს ვიზიტორს, საკმაოდ მოსახერხებელი და რეალურია საიმისოდ, რომ ეს ხალხი მართლა გახდეს თქვენი გამომწერი. ამ ფანჯარას რაიმე სარგებელს თუ დაამატებთ და მოტივაციას მისცემთ ადამიანს, შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.

განათავსეთ შეთავაზებები თქვენს ვებსაიტსა და მთავარ გვერდებზე

pop-up ფანჯრები ეფექტური საშუალებაა თქვენს ვებსაიტსა და მთავარ გვერდზე აქციების ხილვადობის გასაზრდელად. ისინი აჩვენებს თქვენს უახლეს შეთავაზებებს ან ახალ პროდუქტებს ყველას, ვინც თქვენს საიტს სტუმრობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების, ჩამოტვირთვების და კონვერსიების ზრდა.

სხვადასხვა შეთავაზების ტესტირება

თქვენი ვებსაიტის მუშაობას უწყვეტი ტესტირების მსგავსად არაფერი გააუმჯობესებს. A/B ტესტირების pop-up ფანჯრები საშუალებას გაძლევთ, სწრაფად შეამოწმოთ, თუ როგორ რეაგირებს თქვენი აუდიტორია სპეციალურ შეთავაზებებზე. 

მნიშვნელოვანი სიახლეების გამოცხადება

pop-up ფანჯრები შესანიშნავი საშუალებაა, რომ ვებსაიტის ვიზიტორებს ბიზნესგანცხადებების შესახებ შეტყობინება მიაწოდოთ. გამოიყენეთ ისინი სოციალურ მედიაში პოსტებთან, ელფოსტასთან და ბლოგებთან ერთად, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხედავენ მნიშვნელოვან სიახლეებს, როგორიცაა ახალი ფუნქციები, პროდუქტის განახლებები, თქვენი უახლესი კოლექცია ან სამუშაო საათების ცვლილებები.

მიტოვებული კალათები

ზოგჯერ მომხმარებლებს ავიწყდებათ კალათაში ჩაგდებული პროდუქტები და ისე ტოვებენ ვებგვერდს. ამ დროს ძალიან კარგი საშუალებაა pop-up ფანჯრების მეშვეობით შეახსენოთ მომხმარებელს, რომ პროდუქტი დარჩა კალათაში, ამასთან, კიდევ უფრო კარგი რჩევა იქნება, თუ გეტყვით, რომ შესთავაზოთ დამატებითი სტიმული, ეს იქნება ფასდაკლება, პრომოკოდი თუ პატარა საჩუქარი შესყიდვის შემთხვევაში.

პროდუქციის ჯვარედინი გაყიდვა

საიტზე პროდუქციის კატალოგის დათვალიერებისას pop-up ფანჯრები კარგი გამოსავალია, რადგან კატალოგის თვალიერება ისედაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაინტერესებულია. ამ დროს შეგიძლიათ, რაიმე აქცია ან დამატებითი პროდუქტი შესთავაზოთ დაბალ ფასში, რომელიც იმ ნივთსაც აყიდინებს, რომელსაც ეძებდა და ახალსაც.

ეს მიდგომა გაზრდის შეკვეთის საშუალო ღირებულებას და გააუმჯობესებს შოპინგის გამოცდილებას იმ პროდუქტებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არც ენახათ.

გაუზიეთ მომხმარებელს მეგზურობა

გამოიყენეთ pop-up ფანჯრები, რათა ვიზიტორებს მეგზურობაც გაუწიოთ. მაგალითად, pop-up ფანჯარა შეიძლება გააქტიურდეს მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გადაფურცლავს გვერდს, ან დახარჯავს გარკვეულ დროს ბლოგპოსტის კითხვაზე. 

გაზარდეთ მომხმარებლის ჩართულობა და ლოიალობა

Pop-up ფანჯრების გამოყენება შესაძლებელია უკუკავშირის შესაგროვებლად, სწრაფი გამოკითხვების ჩასატარებლად ან რეკომენდაციებისთვის. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ თქვენი აუდიტორია და გაზარდოთ ნდობა და სანდოობა.

კონკრეტული დროის შეთავაზებები

pop-up ფანჯრები შესანიშნავია შეზღუდული დროით შეთავაზებების, ფლეშფასდაკლებების ან სეზონური აქციების გამოსავლენად. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტაიმერი ან გაფრთხილება შეზღუდული მარაგის შესახებ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნიმუშს, ვიზუალურად როგორ შეიძლება pop-up ფანჯრების ჩასმა ვებსაიტზე

ეს არის სფერო, რომელშიც მეცნიერება, ბუნება და ადამიანური შრომა ერთ მთლიან სისტემად ერთიანდება – ნათია გეგეშიძე

Adobe Creative Cloud-ს ასობით ახალი AI ხელსაწყო ემატება — სიახლეებს შორის Photoshop-ის ახალი AI ასისტენტი გვხვდება