in

პირველი POP X Spotlight ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება

18 ნოემბერს, თბილისში პირველი POP X Spotlight ჩატარდება და ის ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება. ღონისძიებას „მარკეტერი“ და Europebet-ის მულტიმედია პლატფორმა POP X წარმოგიდგენთ. POP X Spotlight-ის სპიკერების ჩამონათვალი 24 ოქტომბერს გამოქვეყნდება, რაც შეეხება ბილეთებს, მათი შეძენა 5 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

 

ღონისძიება Spotlight მარკეტინგული თუ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს 2013 წლიდან აძლევს სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, იდეების გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. 6 წლის განმავლობაში იცვლებოდა ღონისძიების თემატიკა – მარკეტინგიდან რეკლამამდე, მენეჯმენტიდან სტარტაპებამდე. ის აგრძელებს ხედვის მიხედვით მოქმედებასა და ახალ-ახალი სფეროების მოცვას. „სფოთლაითზე“ სასაუბრო თემები მუდმივად იცვლება და ვითარდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს POP X Spotlight-ის სცენა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს დაეთმობა.

ამ დრომდე 6 „სფოთლაითი“ ჩავატარეთ. 5, რომელიც მარკეტინგის და რეკლამის ინდუსტრიაზე არის ფოკუსირებული და ატარებს ყოველწლიურ ხასიათს და 1 სპეციალური „სფოთლაითი“ რომელიც ფოკუსირებული იყო სტარტაპებზე. ჩვენი გუნდი აგრძელებს საკუთარი ხედვის განხორციელებას და 2018 წელს, პარტნიორებთან ერთად, ვგეგმავთ დამატებით 2 ღონისძიების ჩატარებას. POP X Spotlight ფოკუსირებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე“, – აცხადებს Spotlight-ის დამფუძნებელი, აკო ახალაია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Spotlight პირველად ტარდება POP X -თან კოლაბორაციით. რა არის POP X და რა გახდა Spotlight-თან მისი თანამშრომლობის მიზეზი – ამ საკითხებზე Europebet Betsson Group-ის CMO-მ, ლაშა გოგუა გვესაუბრა:

„Europebet-მა, 2018 წელს, თავის ქვებრენდ POP- კიდევ ერთი მულტიმედია პლატფორმა POP X დაუმატა. POP X, როგორც უნიკალური პლატფორმა საქართველოში, მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მზარდი სფეროს პოპულარიზაციას. POP X მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიცნოს ის გამომგონებლები, რომლებიც ქმნიან დღევანდელ დღეს და რეალობას. რაც შეეხება თანამშრომლობას, POP X-ის და Spotlight-ის კოლაბორაცია Europebet- საშუალებას აძლევს გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების წარმომადგენლებში.

პირველ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა იწურება 

რატომ მივდივარ არჩევნებზე