in

POP X Spotlight-ის სპიკერების ვინაობა ცნობილია!

POPXSpotlight-ის სპიკერების სია ცნობილია. ღონისძიება 18 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჩატარდება და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება. POPXSpotlight „მარკეტერისა“ და Europebet-ის მულტიმედია პლატფორმის “POP X” მხარდაჭერით გაიმართება.

 

 

გაგაცნობთ POPXSpotlight-ის სპიკერების ნაწილს: ელგუჯა მეძმარიაშვილი, მარიამ შარანგია, ტუსა ღარიბაშვილი, რატი ღოლიჯაშვილი, ნიკა გუჯეჯიანი, ლევან ბახია, დავით გოგიჩაიშვილი, გიორგი ზვიადაძე, ნინო ნანიტაშვილი, ქეთი რატიანი, შოთა გიორგობიანი, დავით ჩეჩელაშვილი, თაკო ნინუა, ნანა დიხამინჯია, ნიკა ჯინჭველაძე, გიორგი რამიშვილი, გიორგი კინწურაშვილი.

Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამისა და მარკეტინგის ინდუსტრიაზე. 2016 წელს Spotlight-ის რებრენდინგი განხორციელდა, შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ ახალი მიმართულებები შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა პირველი ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

„შენს საქმეს მიხედე“

გართობის 20 წლიანი გამოცდილება – adjarabet.com