სასურველი ნივთის ნაკლებ ფასად შეძენა ცალკე სიამოვნებაა… ან რაღაცას რომ იყიდი და იცი, თანხის გარკვეული ნაწილი უკან დაგიბრუნდება. ამიტომაც, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურ შეთავაზებად იქცა Cashback აქციები, რომელიც მომხმარებლებს შესყიდვების კუთხით ფართო შესაძლებლობებს უხსნის. სწორედ ასეთი უპრეცედენტო ქეშბექ აქციაა Popmart.ge-ის Popday. ეს უკანასკნელი საშუალებას გაძლევთ, სასურველი პროდუქტები ჯადოსნურ ფასად შეიძინოთ.
უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ეს ერთჯერად შეთავაზებას არ წარმოადგენს. სანაცვლოდ, კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, Popmart.ge-ის ვებგვერდზე გამოჩნდება მომხმარებლის რჩეული პროდუქტი გრანდიოზული ქეშბექით. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროდუქცია შეზღუდული რაოდენობის იქნება — შესაბამისად, შეძენის მსურველებს სწრაფ კონკურენციაში მოუწევთ ჩართვა… ნივთის შეძენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კი მომხმარებელს თანხა ქეშბექის სახით საბანკო ბარათზე დაუბრუნდება.
პირველი პროდუქტი, რომელიც POPDAY-ის ფარგლებში საიტზე განთავსდება, იქნება Playstation 5. ის 29 სექტემბერს, 16:00-18:00 საათის შუალედში იქნება ხელმისაწვდომი გრანდიოზული, 500-ლარიანი ქეშბექით
ასე რომ, ყოველ პარასკევს დაელოდეთ, რომელი პროდუქტი გახდება რჩეული და „პოპ პროდუქტის“ წოდებას დაიმსახურებს, რათა მისი შეძენა გრანდიოზული ფასდაკლებით შეძლოთ. და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ მთავარი უნარი: სისწრაფე!
ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ თიბისისა და საქართველოს ბანკის განვადების შემთხვევაშიც მოქმედებს ქეშბექ აქცია.
[R]