თაკო ნიბლაძე („ბარამბოს“ პიარ-მენეჯერი): “პოპი” იწარმოება „ბარამბოში“. თუმცა, ეს ცალკე ხაზია. გვინდა, გახდეს დამოუკიდებელი ბრენდი.
რა პროდუქტები აქვს „პოპის“?
მომხმარებელს 10 სხვადასხვა პროდუქტს ვთავაზობთ. გვაქვს ალუბლის, ვანილის, შოკოლადისა და ბისკოტინის ჭიქის ნაყინი. ასევე, ვანილის, შოკოლადისა და ბისკოტინის ესკიმო და ბანანის, ვანილისა და შოკოლადის „საოჯახო“.
როგორია „პოპის“ პოზიციონირება?
ეს არის ახალგაზრდული ნაყინი. ფერადი შეფუთვით და ასეთივე დიზაინით.
შესაბამისად, სამიზნე აუდიტორიაც ახალგაზრდები არიან? რატომ შეიქმნა „პოპი“?
„პოპი“ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, თინეიჯერებისთვის შეიქმნა. გვინდოდა ახალგაზრდული სეგმენტი აგვეთვისებინა. სადაც მეტი მხიარულებაა, იქ არის „პოპი“.
ფასი არის მორგებული ამ სეგმენტზე?
ჭიქის ნაყინიცა და ესკიმოც 50 თეთრი ღირს. „ოჯახური“ კი 4 ლარამდე.
რაც შეეხება საკომუნიკაციო კამპანიას, ვინ გადაიღო?
ვიდეო „ფორმულა კრეატივმა“ გადაიღო.
ვიდეო რგოლის გარდა, თუ გეგმავთ აქტივობებს?
რა თქმა უნდა, გვექნება აქციები ღია ცის ქვეშ. სხვა აქტივობებსაც ვამზადებთ. წინასწარ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. პირველ ვიდეო რგოლში მონაწილეობენ ახალგაზრდები და არის ბევრი სხვადასხვა ფერი. ქალაქში უკვე გამოჩნდა ფერადი მაცივრებიც. კამპანია ასევე გაგრძელდება. ყველაფერი რაც დაიგეგმება, იქნება ფერადი და ჩართული იქნებიან ახალგაზრდები.