19
Jun
2013

პირველი ქართველი,რომელიც კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა

19 Jun 2013

cannesპირველი ქართველი, რომლის ნამუშევარიც კანის კრეატივის საერთაშორისო  ფესტივალზე მოხვდა, კრეატიული სააგენტო “საქიდეამშენის” დამფუძნებელი გიორგი პოპიაშვილია. ფესტივალის “შორტლისტში”  მისი ერთი პროექტი ორ სხვადასხვა კატეგორიაში მოხვდა.

მარკეტერისთვის ექსკლუზიურად იყო ცნობილი გიორგის ეს წარმატება, მაგრამ სანამ სტატია გამოქვეყნებოდა კანის ფესტივალიდან შეგვატყობინეს, რომ გიორგი პოპიაშვილი Silver-ის გამარჯვებული გახდა!

პროექტი ”მერსედესის ” Smart For 2” – სთვისაა შექმნილი, კატეგორიები კი : “Best use of mobile device“ და   “Best Use of Special  Events and Stunt/Live  Advertising “. ნამუშევარი გერმანიის სახელითაა წარდგენილი.

“ეს პროექტი გერმანიაში,   BBDO   (საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო) ინტერშიფის დროს გავაკეთე, მათ მოეწონათ და წარადგინეს ფესტივალზე. შემდეგ მოხდა წარდგენილ ათასობით ნამუშევრიდან შერჩევა “შორტლისტის” სიაში.” – ამბობს გიორგი პოპიაშვილი.

კონკურენტებს შორის  ისეთი ბრენდებია როგორიც   McDonal’S, ADIDAS, UNILEVER, AMERICAN EXPRESS, COORDOWN ONLUS. თავად იდეის ავტორს კი “შერკინება” სააგენტოებთან  SAATCHI & SAATCHI Milan, HAKUHODO Tokyo, WING New York, LEO BURNETT DUBAI და სხვ. მოუწევს.

პოპიაშვილი გიორგიგიორგი პოპიაშვილის თქმით, კანის კრეატივის ფესტივალზე “შორტლისტში” მოხვედრა და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ ასეთი რესპექტაბელური ფესტივალი სარეკლამო ინდუსტრიაში, არ არსებობს.

წელს,   საიუბილეო მე-60 Cannes Lions Awards (კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი)  16-22 ივნისს ტარდება. 7 დღიანი ფესტივალის მთავარი ჯილდო ლომის ქანდაკებაა. ის მსოფლიოს გარშემო დიზაინერებს, ციფრული ინდუსტრიის  ინოვატორებს, მარკეტერებსა და რეკლამის დარგში მომუშავე პროფესიონალებს აერთიანებს. ყოველწლიურად მსოფლიოს 90 ქვეყნიდან 11 000 დელეგატი რეგისტრირდება. ბრენდებს შორის საუკეთესო კრეატიული ნამუშევრის გამოვლენის  გარდა, განიხილავენ სარეკლამო ინდუსტრიის საკითხებს, იმართება სემინარები, ვორქშოპები და მასტერკლასები.

მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ გიორგი პოპიაშვილის პროექტს.

განხილვა