in

შავი პარასკევი Popmart.ge-ზე — რომელ ნივთებზე ვრცელდება უპრეცედენტო ქეშბექ აქცია?

Popday — ეს არის Popmart.ge-ის მიერ შექმნილი შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს საშუალებას აძლევს, სასურველი ნივთი უპრეცედენტო ქეშბექ აქციით შეიძინოს. შედეგად, სასურველი პროდუქტები ჯადოსნურ ფასად „ცვივა“. სიტყვები მხოლოდ ლამაზ აზრებად რომ არ დარჩეს, აქვე მარტივად განგიმარტავთ, რას ვგულისხმობთ: კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს, 4-დან 6 საათის შუალედში Popmart.ge-ის ვებგვერდზე გამოჩნდება მომხმარებლის რჩეული პროდუქტი გრანდიოზული ქეშბექით. ნივთის შეძენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კი მომხმარებელს თანხა ქეშბექის სახით საბანკო ბარათზე დაუბრუნდება.

თუმცა ვინაიდან ახლა შავი პარასკევია, ყველაფერი უფრო გრანდიოზულად უნდა იყოს და ასე ხდება Popday-ის შემთხვევაშიც! გამორჩეული პოპდეის ფარგლებში, 4 ნივთი განსაკუთრებული ქეშბექ აქციით გაიყიდება:

  1. Popmart – ელექტრო ჩაიდანი Smeg KLF03BLEU Electric Kettle Black, 280-ლარიანი ქეშბექით;
  2. Popmart – PlayStation 5 Disc Version, 560ლარიანი ქეშბექით;
  3. Popmart – აერო გრილი Ninja Air Fryer, 260-ლარიანი ქეშბექით;
  4. Popmart – Marshall Acton III Black, 400-ლარიანი ქეშბექით.

ალბათ, ისიც გაინტერესებს, რატომ შეირჩა მაინცდამაინც ეს კონკრეტული ნივთები… ბუნებრივია, კომპანიამ მომხმარებლის სურვილების ჭრილში იფიქრა — დააკვირდნენ, რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და ამ სტატისტიკის მიხედვით იხელმძღვანელეს.

ამასთან, შავი პარასკევის კვირეული ყველა კატეგორიაზე ვრცელდება და უამრავ ფასდაკლებას მოიცავს, თითქმის ყველა ნივთზე — მათ შორისაა ნაძვის ხე, წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, მშენებლობასთან თუ რემონტთან დაკავშირებული პროდუქცია და სხვა.

თანაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ რეგიონში და ნებისმიერ მისამართზე უფასო მიტანის სერვისი ვრცელდება. ალბათ, სწორედ ამას უკავშირდება პოპმარტის სიმბოლური სლოგანიც: „განსხვავებული სურვილების საერთო მისამართი“.

[R]

ქართული სააგენტოების ნამუშევრები Epica Awards-ის შორთლისთში მოხვდა

Esports Insider და SMH Sports აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში თანამშრომლობას იწყებენ