in

Popmart.ge – Making Science Sweeft-ის ახალი პროექტი და კიდევ ერთი e-commerce პლატფორმა ქართულ ბაზარზე

ქართული, ელექტრონული გაყიდვების სივრცეში Popmart.ge – „ელიტ-ელექტრონიქსის“ შვილობილი კომპანია გამოჩნდა. პლატფორმა, მრავალფეროვანი არჩევანითა და მოქნილი ციფრული სერვისით, შოპინგს კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. Popmart.ge გთავაზობთ საქართველოში არსებული სავაჭრო ობიექტების მრავალფეროვან არჩევანს ერთიან ონლაინ პლატფორმაზე, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან შეუკვეთოთ ნივთი და თქვენთვის სასურველ მისამართზე ისარგებლოთ სწრაფი მიწოდების უფასო სერვისით.

მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილება ის მთავარი პრიორიტეტები იყო, რომლებზეც „პოპმარტის“ გუნდმა იდეა დააფუძნა და ახალი ონლაინ პლატფორმის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ხარისხიანი მომსახურების მისაღწევად და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, Popmart.ge-ს დამფუძნებლებმა ბრიტანელ და ნიდერლანდელ კოსულტანტებთან ერთადადგილობრივი ბაზრის საჭიროებები სიღრმისეულად შეისწავლეს და ქართულ რეალობაზე მორგებული მიმართულება შეიმუშავეს. ისტორიის ამ ნაწილზე კი ჩნდება ქართული, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Making Science Sweeft, რომელმაც იდეა და კომპანიის მთავარი მისია რეალობად აქცია და საქართველოში იქომერსის მომხმარებლებს, მოქნილი ფუნქციონალის მქონე მრავალფეროვანი პლატფორმა წარუდგინა.

როგორ იქმნებოდა Popmart.ge? რა შესაძლებლობები აქვს პლატფორმას და რა გეგმები აქვთ მის განსავითარებლად ორივე მხარეს, ამ თემაზე  Popmart.ge-ის გენერალური დირექტორიგრიგოლ ივანეიშვილი და Making Science Sweeft-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ტექნიკური მიმართულებით, ირაკლი ნანობაშვილი გვესაუბრნენ.

M: რას მოიცავს Popmart-ის კონცეფცია?

გრიგოლ ივანეიშვილი: ეს გახლავთელიტელექტრონიქსისშვილობილი კომპანია, ონლაინპლატფორმა, სადაც სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თავიანთი  პროდუქტის მომხარებლისათვის  შეთავაზების კარგი შესაძლებლობა აქვთ. ესაა სივრცე იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ან სურთ დამატებით იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს  e-commerce პლატფორმაზე.

ჩვენთან, ყველა მომწოდებელს თავისი პირადი კაბინეტი აქვს, საიდანაც შეუძლია თვითონ ან ჩვენი გუნდის დახმარებით, მარტივად მართოს საკუთარი ონლაინ სივრცე. ამავდროულად, შეუძლიათ დაგეგმონ მარკეტინგული შეთავაზებები და მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქტი. ეს პროცესი ძალიან მოქნილია და ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულ ანალიტიკას.

M: რა გამოარჩევს „პოპმარტს“ მომხმარებლისთვის?

გრიგოლ ივანეიშვილი: Popmart.ge-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა წამყვანი ბრენდის  პროდუქცია. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც „ელიტ-ელექტრონიქსის“ სრული ასორტიმენტით, ასევე პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ისეთი ექსკლუზიური ბრენდები, რომლებიც თავად „ელიტ-ელექტრონიქსის“ ქსელურ მაღაზიებშიც კი არ არის წარმოდგენილი. საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ცალსახად საუკეთესო შეთავაზებები გვაქვს. გამოვარჩევდი გაყიდვის შემდგომ და მიტანის სწრაფ სერვისს, რომელიც ამ ეტაპზე თბილისში დავნერგეთ. მისი მეშვეობით, მცირე ზომის ნივთებს, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში მიიღებთ, მსხვილ ტექნიკას კი – იმავე დღეს ან მეორე დღის პირველ ნახევარში.

გვინდა შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ქართულ e-commerce ბაზარს აქვს. მაგალითად, დავნერგეთ  პროდუქტის მიმოხილვის მოდელი, სადაც მომხმარებლები თავად წერენ შეფასებებს შეძენილი პროდუქტის შესახებ, რაც სხვა მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღების პროცესს უმარტივებს, ხოლო ჩვენპროდუქტის, ასორტიმენტისა და სერვისის დახვეწაში გვეხმარება.

ირაკლი ნანობაშვილი: სხვა e-commerce პლატფორმებთან შედარებით, Popmart.ge საკმაოდ სწრაფი და ნებისმიერ მოწყობილობაზე მორგებული პლატფორმაა, მომხმარებლისთვის მეგობრული დიზაინით. აქ ხელმისაწვდომია უამრავი დასახელების პროდუქტი. შეძენისა და მიწოდების პროცესი კი საკმაოდ სწრაფი და ეფექტურია. ყველაზე მეტად რა უპირატესობითაც ვამაყობთ გახლავთ ის, რომ Popmart-ის პლატფორმა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად იხვეწება და დღესაც გადის დეველოპმენტის უამრავ საფეხურს. ჩვენ არ ვკმაყოფილდებით შედეგებით და ვცდილობთ, მუდმივად გავაგრძელოთ პლატფორმის განვითარება.

M: როგორ შედგა Making Science Sweeft-ისა და Popmart-ის თანამშრომლობა?

გრიგოლ ივანეიშვილი: როდესაც ბიზნესს აკეთებ, ძალიან მნიშნელოვანია, როგორ ხარ მომხმარებლის თვალში წარმოდგენილი. ჩვენს მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს e-commerce პლატფორმის საშუალებით. შესაბამისად, მომხმარებლის გამოცდილება მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული, მრავალფეროვანი ფუნქციონალი მარტივად ოპერირების საშუალებას უნდა აძლევდეს ბიზნესსაც და მომხმარებელსაც. პლატფორმის შექმნისას ძალიან ბევრი კრიტერიუმი და საჭიროება გავითვალისწინეთ – ვიზუალურად და ფუნქციურად, ვებგვერდი მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დახვეწილი. ჩავატარეთ ტენდერი, სადაც ქართული და უცხოური კომპანიებისგან მივიღეთ შემოთავაზება. მათ შორის შევარჩიეთ ის, რომელიც ჩვენი ხედვით, ქართული ბაზრისთვის მაქსიმალურად შესაბამისი შედეგის მიღებაში დაგვეხმარებოდა. ასე გადაწყდა Making Science Sweeft-თან თანამშრომლობა.

ირაკლი ნანობაშვილი: Popmart.ge-სა და Making Science Sweeft- შორის სამუშაო პროცესი ძალიან მჭიდრო და ეფექტური იყო. ეს გახლდათ ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული პროფესიონალების ერთობლიობა, სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს, ვუმკლავდებოდით გამოწვევებს, ამ ყველაფერს კი სწორი მეთოდოლოგიებისა და ტექნიკური პროცესების ხარჯზე ვაკეთებდით, როგორიც არის, მაგალითად, DevOps, DevSecOps, Agile და ..

M: რას მოიცავს პლატფორმის განსხვავებული ფუნქციონალი?

ირაკლი ნანობაშვილი: მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი e-commerce-პლატფორმა, Amazon-იც კი გავალდებულებს ძალიან ბევრი ინფორმაციის შეყვანას და პროცესი, პროდუქტის კალათაში დამატებიდან check out-ით დასრულებული, საკმაოდ კომპლექსურია. ვფიქრობ, ამ კუთხით საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავეთ. ძალიან მარტივი და სწრაფია პორტალზე დარეგისტრირება და შეკვეთის მიღება. ასევე, უამრავ ტექნიკურ კომპონენტს ვიყენებთ, რომელიც პლატფორმას სისწრაფეს, ეფექტურობას და დაცულობას მატებს. ნებისმიერ მომხმარებელს აქვს განცდა, რომ მისი ინფორმაცია დაცულია. ამასთან, მოქნილი ფილტრები და საძიებო სისტემა მომხმარებელს უფრო მეტ კომფორტს უქმნის. გამოცდილებაზე დაყრდნობით, პლატფორმაზე არსებული უამრავი პროდუქტი დაჯგუფებული გვაქვს და მომხმარებელს ძალიან სწრაფად შეუძლია საჭირო პროდუქტის მოძებნა.

M: მომხმარებლის გამოცდილებაში უმნიშვნელოვანესი ნაწილი უჭირავს დიზაინს. ამ მიმართულებით როგორ იმუშავეთ?

ირაკლი ნანობაშვილი: დიზაინის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი დრო და რესურსი ჩაიდო Popmart.ge-ისა და ჩვენი ტექნიკური გუნდების მხრიდან. უმთავრესი იყო, რომ მომხმარებელი არ უნდა დაიღალოს ქვემენიუებში მოგზაურობით, არამედ მარტივი მოქმედებებით შეძლოს სასურველი პროდუქტის პოვნა და შეძენა. დიზაინი საკმაოდ მინიმალისტურია. მომხმარებელს არ სჭირდება ძალიან გადატვირთული და ზედმეტად თვალშისაცემი UX. გვინდოდა, ნებისმიერი მომხმარებლისთვის სასიამოვნო ყოფილიყო პლატფორმის დათვალიერება. როდესაც თავად გამოცდით, დარწმუნდებით, რამდენად დიდი ფიქრის შედეგია  ყოველი ნაბიჯი, რომლის გავლაც მომხმარებელს უწევს. ამას გარდა, ვგეგმავთ, რომ Apple pay- ჩავაშენოთ პლატფორმაზე და ამით შოპინგი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ.

M: როგორ შეაფასებთ, რამდენად კომპლექსურია Popmart-ის პროექტი?

ირაკლი ნანობაშვილი: e-commerce-პლატფორმებზე აქამდეც გვიმუშავია. Popmart-ზე მუშაობა იმდენად საინტერესო იყო, რომ მთელ ჩვენს გამოცდილებას მოვუყარეთ თავი და ამ პროექტისკენ მივმართეთ. ეს საკმაოდ რთული პროექტია და უამრავი ტექნიკური კომპონენტისგან შედგება. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ Popmart.ge ისეთი cloud სერვისებისა და პლატფორმების ჩართვით შევიმუშავეთ, როგორსაც Amazon-ის ვებსერვისი იყენებს.  პლატფორმა რეალურ დროში უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და აქტიურად მოწმდება სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაცია რეალურ დროში მიიღოს, ხოლო თავად პლატფორმა ძალიან ეფექტური, დაცული და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული იყოს. მთლიანობაში, ძალიან დიდი ყურადღება მიექცა იმას, თუ რა დონეზე უნდა ყოფილიყო პლატფორმა user-friendly. ვთვლით, რომ მაქსიმალური შედეგი დავდეთ, რათა მობილურზე მორგებული ყოფილიყო. შემიძლია თამამად ვთქვა – Mobile-Responsive Popmart.ge-ის ძლიერი მხარეა. მომხმარებლის გამოცდილებას სწრაფი ტემპით ვსწავლობთ, მისი გათვალისწინებით კი შესაბამის კომფორტსა და მომსახურებას ვქმნით.

M: როგორ წარმოგიდგენიათ მოსალოდნელი შედეგები და პროგრესი, სამომავლოდ?

გრიგოლ ივანეიშვილი: ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, სხვა კატეგორიები იმის მიხედვით განვავითაროთ, რა მიმართულებითაც ვართ ძლიერები. ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობა ტექნიკის დიდი არჩევანია. გვინდა, ამ მიმართულებებით წავიდეთ, თუმცა მხოლოდ ტექნიკაზე კონცენტრირებას არ ვაპირებთ. „ელიტელექტრონიქსისკონკურენტებსაც აქტიურად აქვთ ჩვენთან ასორტიმენტი განთავსებული.

ვგეგმავთ, პირველ ეტაპზე, მიტანის სწრაფი სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით გავაფართოოთ. ვფიქრობთ, რეგიონებში მიწოდების ვადას 1-2 დღემდე შევამცირებთ. ბუნებრივია, პირველ ეტაპზე, საქართველოში ვოპერირებთ, თუმცა შემდეგ, მეზობელ ქვეყნებშიც განვიხილავთ გასვლას.

[R]

„მომკლავს ეს ორი სათაური“ — „ცისფერი მთები“ მარკეტინგში

აიღე day-off, წამოდი გუდაურში! – 24 მარტს, „ლადოს თასის“ მე-15 შეჯიბრი და გასართობი ღონისძიება ჩატარდება