in ,

პოპულარობა კარგია, ოღონდ, ასეთი არა! – Rexona-ს იუმორისტული კამპანია

ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ, თუ რესტორანში საპატიო ადგილს გთავაზობენ, ტრანსპორტში თქვენზე საუბრობენ, მიახლოებისას კი, უცხო ადამიანები სხვადასხვა შეძახილით გხვდებიან. ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ხარისხიანი დეზოდორანტი უნდა გამოიყენოთ. “ნუ იქნებით პოპულარული B.O-ს გამო”, – მოგვიწოდებს Rexona თავის ახალ უმორისტულ სარეკლამო რგოლში.

BOG
BOG

 

 

Body Odour (B.O) – ეს ტერმინი ინგლისურენოვან ქვეყნებში არასასამოვნო სუნის აღსანიშნავად გამოიყენება. სწორედ, ამ ინიციალების გამოყენებით, შეიქმნა Rexona-ს რეკლამის მთავარი გმირის სახელიც. Barry Ogden-ი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. თუმცა, მან ამის რეალური მიზეზი არ იცის. Barry-ს სჯერა, რომ ის უბრალოდ ძალიან პოპულარული და ყველასთვის სასურველია.

სარეკლამო რგოლზე სააგენტო J Walter Thompson-მა იმუშავა.

East Point-ში იშვიათ პოკემონებზე ნადირობის სეზონი 22 ივლისს იწყება!

ელექტრონული მუსიკით “დაინფიცირებულნი”! – Tiësto-სა და JAUZ-ის ვირტუოზული ტანდემი