in

პოპულარობის სურვილით შეპყრობილი იმედგაცრუებული ადამიანები IKEA–ს კატალოგში

კომპანია IKEA–მ თავისი ახალი პროდუქციისთვის კატალოგი გამოუშვა, რომლისთვისაც ფოტოსესია მოაწყო და რამდენიმე მოხალისე შეარჩია. პოპულარობის სურვილით შეპრყრობილმა ადამიანებმა ძალები არ დაიშურეს იმისთვის, რომ ფოტოები კარგი გამოსულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, კატალოგის მთავარი აღმოჩენა არა ადამიანები, არამედ ისევ ავეჯი გახდა.

 

 

ახალგაზრდა ლამაზი ქერა გოგონა სამზარეულოს ფოტოებისთვის მოიწვიეს. საკუთარი ვიზუალით თავდაჯერებულს უკვე სამოდელო კარიერის გეგმები ჰქონდა დაწყობილი. მამაკაცი, რომელსაც საპარსი ქაფი აქვს წასმული, სააბაზანოს სახედ აირჩიეს, მასაც იმედი მიეცა, რომ ცნობილი გახდებოდა და თავის შვილს გაახარებდა. ნათელი მომავლის სურვილით აღსავსე ცოლ–ქმარი საძინებელში გაამწესეს. ჟღალთმიან ხუჭუჭა ქალბატონს კი მისაღები ოთახი ჩააბარეს. ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდა – IKEA–ს კატალოგითა და ამ ფოტოებით პოპულარობისკენ გაეკვლია გზა. მაგრამ ოცნების კოშკები კატალოგის გამოსვლასთან ერთად დაიმსხვრა. ფოტოებში მთავარი აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ ავეჯზე იყო, ეს ადამიანები კი უბრალოდ დეკორაციას წარმოადგენდნენ თან ისე, რომ სახეც კი არ უჩანდათ წესიერად.

მართალია, კომპანიის მხრიდან, ეს ცოტა არ იყოს, სასტიკი საქციელი იყო ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ აზრი გასაგებია – IKEA–სთვის მთავარი პროდუქცია და მისი ხარისხია, რომელსაც არ სჭირდება რეკლამირებისთვის არც ცნობილი სახეები და არც უბრალო ადამიანები, ავეჯი თავის სათქმელს თავადაც მშვენივრად ამბობს.

23 განსხვავებული ფერი და 23 ისტორია – L’Oreal–ის სიახლე ქალბატონებს

რომპეტროლ საქართველოს მენეჯმენტმა რიოს ოლიმპიადის ჩემპიონებს გამარჯვება მიულოცა