in

„ოპენჰაიმერიდან დედპულამდე“ — დიზაინერმა პოპულარული ფილმებისა და სერიალების მინიმალისტური პოსტერები შექმნა

დღეს მინიმალისტური პოსტერები უნდა გაგაცნოთ, რომლებიც თქვენთვის კარგად ნაცნობი პოპულარული ფილმებისა თუ სატელევიზიო სერიებისთვის შექმნეს, დაწყებული Oppenheimer-ით და დამთავრებული Deadpool & Wolverine-ით. აქცენტი აქ სილუეტებზე, მარტივ ფორმებსა და ფრთხილად შერჩეულ ფერებზე კეთდება. ბრაზილიელი დიზაინერი ბრუნო ქარვალიო თითოეული ფილმის ძირითად ელემენტებსა და არსს ასახავს, ქმნის გამოსახულებას, რომელსაც ერთი შეხედვით ამოიცნობთ.

BOG
BOG

ნაკლები რომ უკეთესია, ამ ფილოსოფიას მისდევს და ნარატივს მინიმალისტური ვიზუალებით გადმოგვცემს. რაც შეეხება უშუალოდ შემოქმედებით პროცესს, როგორც ამბობს, ინსპირაცია ფილმების ყურების დროს ან მათი დასრულების შემდეგ მოდის — ზოგჯერ პირდაპირ კომპიუტერს მივაშურებ და Illustrator-ში ვიწყებ მუშაობას, ზოგჯერ კი სკეტჩების ფურცელზე დახატვას ვამჯობინებ. ხშირად ყურების დროს მოდის ინსაითები, რომლებიც დაუყოვნებლივ მინდა, გადმოვცე….

დანარჩენი თავად ნახეთ და შემდეგ გვითხარით, Handmaid’s Tale-ის პოსტერზე რას ფიქრობთ?

Ad Black Sea-ზე extra გეგულება

The North Face ამტკიცებს, რომ იგი სხვა ბრენდებისგან განსხვავდება