MLS – ში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ტორონტოს საშინაო არენის (BMO Field) შემდეგ, ქალაქში პირველი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექში აშენდება:
– ტევადობა 7 000;
– წლიურად 200-ზე მეტი ისპორტის, მუსიკალური და სპორტული ღონისძიება;
– ულტრათანამედროვე ვიზუალური და ხმის სისტემები;
– esports-specific კონტინეტის ყველაზე დიდი არენა .
Call of Duty League (CDL) და Overwatch League (OWL) გუნდები ბაზირებასა და განთავსებას აქ მოახდენენ, ქალაქის სხვადასხვა ელიტარულ და დიდი ისპორტის გუნდებთან ერთად. გარდა გეიმინგის ღონისძიებებისა, არენა მუსიკალურ და სპორტულ ღონისძიებებსაც უმასპინძლებს, სხვადასხვა სახის პრეზენტაციებსა და შოუებსაც. მშენებლობის ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს და სავარაუდოდ, 2025 წელს დასრულდება.
Populous – ეს არის ფირმა, რომელიც აღნიშნული ნაგებობის პროექტირებასა და აშენებაზე იზრუნებს. სრულიად ახალი და უნიკალური დიზაინის ნაგებობა სპეციალურად ამ პროექტისთვის შეკრებილი დიზაინერების საერთო ხედვების მიხედვით აშენდება. აღნიშნულმა კომპანიამ იზრუნა ტოტენჰემ ჰოტსპურისა და ლონდონის ოლიმპიური სტადიონების მშენებლობაზეც.
OverActive Media არის კომპანია, რომელიც არენას ააშენებს:
ისტორიული მოვლენაა, ეს ახალი სიტყვაა ამ მიმართულების განვითარებისთვის, წინ საინტერესო პროცესები გველოდება, სათამაშო ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება, მომავალი თაობებისთვის ეს ძალიან დიდი შანსი და გამოწვევაა, – განაცხადა OverActive Media-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ოვერჰოლტმა.
ქალაქის მერიამ პროექტი დაამტკიცა, მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.