15
Nov
2018

„ . . .POPXSpotlight-სა და სხვა მსგავს ღონისძიებებს დიდი წვლილი მიუძღვის ინოვაციების განვითარებაში . . .“

15 Nov 2018

POPXSpotlight-ის ერთი მხარდამჭერი კრიპტოვალუტის ბანკომატების ოპერატორი „კრიპტომატია“. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი იოსებ ბოლქვაძე ამბობს, მათთვის ამ და სხვა მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„კრიპტომატის“ (Cryptomat) თანადამფუძნებელი და დირექტორი იოსებ ბოლქვაძე

იოსებ ბოლქვაძე: პირველ რიგში, ჩვენი ორგანიზაციისთვის თემატურად საინტერესო „ივენთია“. მთავარი თემა ხომ ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ინოვაციებია. სპიკერებიც, ძირითადად, ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენლები არიან. ამასთან, მიგვაჩნია, რომ POPXSpotlight-სა და სხვა მსგავს ღონისძიებებს დიდი წვლილი მიუძღვის ინოვაციების განვითარებაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მისი მხარდამჭერები ვყოფილიყავით.

M: რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები სფეროს განვითარებისთვის? 

ხელს უწყობს ამ თემებით დაინტერესებულ ადამიანებს შორის კომუნიკაციას, საინტერესო იდეების გაცვლა – გამოცვლას. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც, ამ მიმართულებით მომუშავე წრე ვიწროა, მსგავსი „ივენთები“ კი ძალიან ცოტა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. ჩემი აზრით, ასეთი ღონისძიებები ცალსახად ხელს უწყობს ტექნოლოგიური და ინოვაციური იდეებისა განვითარებას. ზოგადად, მსგავსი პროექტები არა მარტო ამ სფეროს, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი.

M: როგორ ფიქრობთ, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს რა მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის, ზოგადად, ქვეყნის განვითარებითვის?

ძალიან დიდი. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ესტონეთი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებმა განავითაროს, პატარა ქვეყანა, რომელსაც არც ნავთობი აქვს, არც სხვა ბუნებრივი რესურსი და მისი ძირითადი ძალა ადამიანური კაპიტალია. თუ გვინდა, ეკონომიკა წარმატებით განვითარდეს, ინტელექტი უნდა გავიტანოთ ექსპორტზე. ტექნოლოგიური კომპანიები ამის პირველი წყაროა, რომელთა განვითარებასაც, ასეთი ღონისძიებები, ცალსახად უწყობს ხელს.

განხილვა