in

Pornhub-ის კამპანია „ყველაზე ბინძური პორნო“, რომლის ნახვითაც ოკეანეს გადაარჩენთ

PornHub-მა კამპანია „ყველაზე ბინძური პორნო“ წამოიწყო, რომელიც მხოლოდ მაყურებლის სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაზე არაა ორიენტირებული.

BOG

მთავარი მიზანი არსებულ გლობალურ პრობლემაზე საუბარი და მისი გადაჭრაა.

„ყველაზე ბინძური პორნოს“ მონაწილე პოპულარული მოხალისე წყვილი ლეოლულუა. ისინი ინტიმურ ურთიერთობას მსოფლიოში ყველაზე ბინძურ სანაპიროზე ამყარებენ, თუმცა ვიდეოში მაყურებლის ყურადღებას პლაჟზე არსებული ნაგავი ფანტავს.

ვიდეოს თითოეულ ნახვაზე „პორნჰაბი“ არამოგებიან ორგანიზაცია Ocean Polymers-ში, რომელიც მსოფლიოს ზღვებიდან და ოკეანეებიდან პლასტმასას აგროვებს და ამუშავებს, თანხას გადარიცხავს.

ჩვენ ყველანი პრობლემის მონაწილეები ვართ და მის გადაჭრაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ, ამბობს Ocean Polymers-ის აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების მენეჯერი, ჰეტერ ვიგლსვორთი. პორნჰაბი ბრენდია, რომელსაც მნიშვნელოვანი გლობალური შეხება აქვს ყველა ქვეყნის დემოგრაფიულ მონაცემთან. ასე რომ, ეს არის ძალიან ეფექტური პლატფორმა პრობლემის ცნობადობის გასაზრდელად და იმ კრიზისზე საზრუნავად, რომლის წინაშეც დღეს, ჩვენი ოკეანე დგას.

კამპანიის ავტორების თქმით, გლობალური პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის მისაღებად, მხოლოდ და მხოლოდ პორნოს ყურებაა საჭირო. სუფთა ვერსია ზემოთ არის მოცემული, ხოლო მთლიანი ვიდეოს სანახავად, ამ ბმულზე შეგიძლიათ გადასვლა.

თუ გსურთ, თქვენმა იდეამ მხარდაჭერა მოიპოვოს, იფიქრეთ, როგორც მარკეტერმა

ჩაფხუტის მინამწმენდი ბაიკერების უსაფრთხო გადაადგილებისთვის